ყოფილი -პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, იმ მოდელით, რომ გაგრძელებულიყო მმართველობა, რითაც ქვეყანა "ნაციონალური მოძრაობის" დროს იმართებოდა, ეკონომიკური კოლაფსი იქნებოდა.
"კიდევ რომ გაემარჯვათ არჩევნებზე, დღეს პენსიები ვეღარ დარიგდებოდა. ელემენტარულ ხელფასსაც ვეღარ გადაუხდიდნენ საჯარო მოხელეებსაც კი, ამაზე შემიძლია ვესაუბრო სპეციალისტებს, რამდენიც გნებავთ. ეს თავისით არ მომხდარა, რაც დღეს მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ, საუბედუროდ, რეგიონალური კრიზისი დაემთხვა ჩვენს მოსვლას, მაინც ეკონომიკური წინსვლა გვქონდა.
წინა ხელისუფლების მეთოდებით მართვა წარმოუდგენელი და შეუძლებელია ეკონომიკისთვის, წინააღმდეგობაში მოდის ყველაფერთან. დღეს გადალაგდა ქვეყანა, მაგრამ 3-4 წელიწადში 15-20 წლის გასაკეთებელს ვერ გააკეთებთ", _ აღნიშნა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საერთო ეროვნული მაუწყებლების ჟურნალისტებს ხვდება. შეხვედრას მოდერატორი გიორგი უძილაური უძღვება.