"თუ მათ სურვილებს არ აკმაყოფილებს სასამართლო, ისინი გადადიან პირდაპირ მუქარაზე, თავდასხმაზე, არ ცნობენ კანონს, არ ემორჩილებიან სამართლებრივ მოთხოვნებს…", _ ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე "რუსთავი 2-ის" მხარდამჭერების შეფასებებს საქმეზე გამოტანილი განაჩენის შესახებ.
"რუსთავი 2"-ის საქმის პოლიტიზირებას ახდენს თავად ეს არხი, ნაცმოძრაობა და მათი იდეოლოგიური მოკავშირეები, ეს არის საქმე: ხალვაში-ყარამანაშვილების წინააღმდეგ და არა ხელისუფლების საქმე ”რუსთავი-2-ის” წინააღმდეგ!!! ამ საქმემ კიდევ ერთხელ კარგად დაანახა საზოგადოებას ნაცმოძრაობის და მისი დავალებების უშუალო აღმსრულებლის-გვარამიას სახე! თუ მათ სურვილებს არ აკმაყოფილებს სასამართლო, ისინი გადადიან პირდაპირ მუქარაზე, თავდასხმაზე, არ ცნობენ კანონს, არ ემორჩილებიან სამართლებრივ მოთხოვნებს, იყენებენ ბინძურ მეთოდებს, ცილისწამებას, შეუძლიათ ადამიანებს თურმე ტუალეტებშიც კი მოუსმინონ საკუთარი მიზნის მისაღწევად! იმედია საზოგადოება სწორად შეაფასებს ამ ყველაფერს და არ აყვება ნაციონალური მოძრაობის დემაგოგიას!", _ წერს კობახიძე სოციალურ ქსელში.