გუშინ, კურორტ ბახმაროდან ჩოხატაურისკენ მომავალი ავტომობილი, სოფელ ჩხაკაურაში, ხევში გადავარდა.
"გურია ნიუსის" ინფორმაციით, ავარიის შედეგად ახალგაზრდა ქალბატონია გარდაცვლილი, ხოლო მის თანმხლებ მამაკაცს მძიმე დაზიანებები აქვს მიღებული.
როგორც გვითხრეს, ორივე მათგანი ბათუმელები იყვნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს.