საარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო. პარტიების უმრავლესობამ საარჩევნო შტაბები უკვე დააკომპლექტა, თუმცა არიან გამონაკლისები _ „ეროვნულ ფორუმს“ ჩოხატაურში ჯერ არც ოფისი გაუხსნია და არც კამპანია დაუწყია.
რას აპირებს პარტია ჩოხატაურში, რომლის წარმომადგენლები დღეს მნიშვნელოვან თანამდებობებს იკავებენ, ეყოლება თუ არა პარტიას დეპუტატობის კანდიდატი ჩოხატაურისა და ლანჩხუთის საარჩევნო ოლქში, იქონიებს თუ არა გავლენას „ფორუმის“ წარმომადგენლებზე „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსანთა ახლობლობა, ვის სასარგებლოდ იმუშავებენ ისინი წინასაარჩევნო პერიოდში და რას პასუხობენ განაწყენებულ ამომრჩეველს _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე დღევანდელ გადაცემაში „ეროვნული ფორუმის“ წევრებმა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა: მარინე ბერაძემ და ქეთევან სიხარულიძემ ისაუბრეს.