საფეხბურთო კლუბ "მერცხალის" მთავარი მწვრთნელის პოსტის დასაკავებლად არჩევნები ჩატარდა. არჩევნებში ორი კანდიდატი მონაწილეობდა – ხარიტონ ჩხატარაშვილი და შაქრო კაშია. არჩევნებში "მერცხალის" 12 მწვრთნელი აძლევდა.12 კაციდან 9 ხმა ხარიტონ ჩხატარაშვილმა მიიღო, 3 ხმა კი – შაქრო კაშიამ. არჩევნების შედეგად "მერცხალის" მთავარი მწვრთნელი ხარიტონ ჩხატარაშვილი გახდა.
“გურია ნიუსის“ კითხვებს ახალარჩეული მთავარი მწვრთნელი ხარიტონ ჩხატარასვილი უპასუხებს.
_ ბატონო ხარიტონ, პირველ რიგში გილოცავთ. როგორ მოხდა თქვენი დაბრუნება “მერცხალში“?
_ სხვადასხვა მიზეზების გამო მოხდა ისე, რომ კლუბი დავტოვე. ამის შემდეგ “მერცხალში“ მოიწვიეს და ჩამოიყვანეს მწვრთნელები და გუნდი გავარდა პირველი ლიგიდან. ამის შემდეგ მოხდა არჩევნების ჩატარება გუნდის მთავარ მწვრთნელის პოზიცია და მწვრთნელებმა მიიღეს სწორი გადაწყვეტილება. ეს ნიშნავს იმას, რომ მაქვს მათი მხარდაჭერა და ვიწყებთ ახალ ეტაპს ოზურგეთში ფეხბურთის განვითარებისთვის. უკვე ოფიციალურად ვარ “მერცხალის“ მთავარი მწვრთნელი და ყველაფერი უნდა გავაკეთო იმისთვის გუნდი დაბრუნდეს პირველ ლიგაში.
_ ბატონო ხარიტონ, “მერცხალი“ დატოვეთ თქვენი განცხადების საფუძველზე, ეს იყო მართლა თქვენი გადაწყვეტილება თუ ჩაერია ვინმე ამ განცხადების გავრცელებაში?
_ ჩემი სურვილით მოხდა განცხადების დაწერა. ეს მოხდა ჩემი ჯანმრთელობიდან გამომდინარე.
_ ახლა როგორ დაბრუნდით? იყო თუ არა შემოთავაზება ადგილობრივი ხელისუფლებიდან?
_ ადგილობრივმა ხელისუფლება მოიწვია კრება და დაგვიძახა ყველა მწვრთნელი. გვითხრეს, რომ გუნდი უნდა დაბრუნდეს აუცილებლად პირველ ლიგაში და ამისთვის არის საჭირო თქვენი აქტიურობა და მონდომება. აქედან გამომდინარე ჩატარდა არჩევნები და შედეგი უკვე ცნობილია.
_ რა მდგომარეობა დაგხვდათ “მერცხალში“?
_ ახლა ვართ რეგიონალურ ლიგაში, რომლის გათამაშება იწყება სექტემბერში. 20 ივლისს კლუბი იწყებს ვარჯიშს. ჩვენს გუნდში ითამაშებენ ადგილობრივი ფეხბურთელები და მათ ეძლევათ შანსი “მერცხალი“ დაბრუნდეს ისევ პირველ ლიგაში. ასევე მინდა გითხრათ, რომ კლუბი არაერთმა ფეხბურთელმა დატოვა. ესენი: მურად აფხაზავა, ირაკლი ბაჯელიძე, ნიკოლოზ ხინთიბიძე, ნიკოლოზ ჭკუასელი და სერგო ჩიგოგიძე. ასევე კლუბში აღარ ითამაშებენ მოწვეული ფეხბურთელები.
_ როგორ აპირებთ “მერცხალის“ პირველ ლიგაში დაბრუნებას?
_ 2015 წელს როდესაც დავინიშნე მთავარ მწვრთნელად იგივე სიტუაცია დამხვდა, როგორც ახლა არის, მაგრამ პირველ ლიგაში დავბრუნდით. გუნდი შეიკრიბება და აუცილებლად ვიბრძოლებთ პირველი ლიგისთვის.
_ ვინ რჩება “მერცხალის“ რიგებში?
_ ჯერჯერობით არ ვიცი. ვისაც სურვილი აქვს და უნდა, რომ “მერცხალისთვის“ კარგი საქმე გააკეთოს აუცილებლად მივიღებთ. სამწუხაროდ ჩვენი ფინანსები მწირია, 2015 წელსაც შედარებით. ვინც დაგვიდგება გვერდში დაგვიდგება. ქალაქ ოზურგეთის მერია გვერდში გვიდგას.
_ იმედია გულახდილად გაგვცემთ პასუხს. რა მოხდა კლუბ “მერცხალში“, რატომ ვერ დარჩა გუნდი პირველ ლიგაში. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი მოწვეულ მწვრთნელს გია ჩხაიძეს და ფეხბურთელებს კარგი ანაზღაურება ჰქონდათ?
_ ქალაქ ოზურგეთის მერიამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ გუნდს ჰქონდა კარგი პირობები და ეს ნამდვილად იყო. ორი მოწვეული მწვრთნელი და რამდენიმე ფეხბურთელი ყავდათ, მაგრამ ვერ გაართვეს დაკისრებულ მოვალეობებს თავი.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved