ბეშუმში, "შუამთობის" ტრადიციულ სახალხო დღესასწაულზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრი და აჭარის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ, აჭარის "ნაციონალური მოძრაობის"ერთ-ერთი ლიდერი და სიის პირველი ნომერი ლევან ვარშალომიძე მხარდამჭერებთან ერთად მივიდა და სცადა, ხელი შეეშალა პრემიერის გამოსვლისთვის. ვარშალომიძე თავისი გუნდით, სცენასთან ახლოს მისვლას ცდილობდა, თუმცა, პოლიციამ ის შეაჩერა და ახლოს არ მიუშვა.
როგორც ვარშალომიძემ თქვა, მას მოსახლეობისთვის დღესასწაულის მილოცვა უნდოდა.
შემდეგ სახალხო დღესასწაული მშვიდ ვითარებაში გაგრძელდა.
სახალხო დღესასწაული ტრადიციულად აგვისტოს პირველ კვირაში საზაფხულო იალაღებზე იმართება.
დღესასწაულთან დაკავშირებით ბეშუმში კულტურული ღონისძიებები იმართება. იქ მყოფებს საშუალება აქვთ, ტრადიციული კერძებიც დააგემოვნონ.
დღესასწაულს ესწრებოდნენ მთავრობის წარმომადგენლები და მუსლიმი სასულიერო პირები.