ინტერნეტგამოცემა AS-ის ინფორმაციით, კვირას, კატალონიის მეორე დივიზიონში ქალმა არბიტრმა მართა გალეგომ შეხვედრა მას შემდეგ შეაჩერა, რაც ერთ-ერთმა სექსისტმა გულშემატკივარმა მას "ჭურჭლის დარეცხვისკენ" მოუწოდა (ერთმანეთს UE Valls vs Cambrils Unio უპირისპირდებოდნენ)
შეხვედრა რამდენიმე წუთის განმავლობაში იყო შეწყვეტილი, რადგან გალეგო გულშემატკივარს მოედნის დატოვებისკენ მოუწოდებდა.
სხვა გულშემატკივრები არბიტრის გადაწყვეტილებას აპლოდისმენტებით შეხვდნენ, გალეგომ კი დარღვევის შესახებ თავის წიგნაკში ჩანაწერი გააკეთა, რათა კატალონიის ფეხბურთის ფედერაცია საქმის კურსში იყოს.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც კატალონიის ფეხბურთის ფედერაციის მიერ შემოღებული წესის გახორციელება მოხდა _ წესის მიხედვით, დაუშვებელია მაყურებლების მხრიდან ყოველგვარი შეურაცხყოფა.
გულშემატკივრის მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევაში, მსაჯს აქვს მატჩის შეჩერების უფლება. და თუ შეხვედრა 3-ჯერ შეჩერდება, იგი გაუქმებულად ჩაითვლება.
წყარო: http://en.as.com/en/2016/09/07/football/1473257675_553715.html