ტელეფონზე საუბრის მანერა ადამიანის შესახებ ბევრ საინტერესოს გვამცნობს.
ადამიანები, რომლებსაც ყურმილი სამუშაო ხელში (მარჯვენას-მარჯვენაში, ხოლო ცაციას-მარცხენაში) უჭირავთ და შესატყვის ყურთან მიაქვთ, თავდაჯერებული ხალხია, ურთიერთობა უყვართ და შეუძლიათ.
ვისაც ჩვევა აქვს, ტელეფონის საუბრისას ფეხზე წამოდგეს-მოწესრიგებული და ამავე დროს, სიტყვაძუნწია.
თუ საუბრისას ადამიანს ორივე ხელი თავისუფალი აქვს და ყურმილი მხრით უჭირავს, ის სულსწრაფია, დასახული ამოცანების სწრაფად გადაჭრა ურჩევნია.