„მშვიდობის მემორანდუმის“ საკითხს ეხმაურება ”თავისუფალი დემოკრატები”. მათი ლიდერის თქმით, ე.წ. მშვიდობის დოკუმენტს ხელს მოაწერს, თუმცა, აღნიშნავს რომ დოკუმენტი ძალიან სუსტია.
”ძალიან სუსტი დოკუმენტია. ამ დოკუმენტში აბსოლუტურად არ არის აღწერილი, თუ რა პასუხისმგებლობა აქვს მმართველ გუნდს პროცესების მშვიდობიან მართვაზე. ჩვენ თვითონ ვიყავით ინიციატორები პარლამენტში ასეთი დეკლარაციის. ის უფრო ყოვლისმომცველი იყო. მინდა შევახსენო ხელისუფლებას, რომ მათი ვალდებულებაა, სამართლიანად ჩატარდეს არჩევნები”, _ განაცხადა ალასანიამ.