ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთის შესასვლელში, ცენტრალურ გზას შუკებიდან ჩამონადენი ღელეებისთვის განკუთვნილი წყალგამტარი გვირაბი დახურული საფარით კვეთს და წყალდიდობის პერიოდში პრობლემა არ იქმნება. თუმცა, ამჯერად, ისევე როგორც წინა წყალდიდობის დროს, ღელეების კალაპოტებში ჩაყრილი ეკალ-ბარდის ნაკაფი გროვები წყალმა წამოიღო და გვირაბში გაჭედა. ადიდებულ მდინარემ კი მიმართულება დაკარგა და გზა დატბორა.
_ კარგად იცით, წინა წყალდიდობისას იგივე პრობლემა გვქონდა. ამჯერადაც ღელეებიდან ჩამონადენმა ნიაღვარმა ბლომად ჩამოიტანა ხეების ნასხეპი და ღობეეზე გაკაფული ეკალ-ბარდი, რომელსაც მოსახლეობის ნაწილი პირდაპირ კალაპოტში, ან ღელის გასწვრივ ყრის. შედეგი ესაა _ ადიდდა მდინარე, წამოიღო ამდენი ძეძვი და გვირაბი გაიჭედა. ახლა ტექნიკას ველოდებით, რომ გაიწმინდოს და გზაზე მომოსვლა არ შეფერხდეს, _ გვითხრა ჭანიეთის გამგებელმა მერაბ ბერაძემ.
სურათიტ