სინგაპურში 17 წლის ბლოგერი ამოს იე ანტი რელიგიური პოსტისთვის დააპატიმრეს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ბლოგერი ციხეში 6 კვირის ვადით იმყოფება ქრისტიანობისა და ისლამის შესახებ კრიტიკული კომენტარისა და ვიდეოს განზრახ ატვირთვის ბრალდებით.
მოსამართლის განცხადებით, ბლოგერის ქმედებამ შეიძლება სოციალური არეულობა გამოიწვიოს.
როგორც ცნობილია, 2 წლის განმავლობაში ეს მოზარდისთვის მე-2 სასჯელია.
გავრცელებული ინფორმაციით, 2015 წელს ის 4 კვირით დააპატიმრეს სინგაპურის ლიდერის, ლი ქუან იუს შესახებ შეუარცხმყოფელი ვიდეოს გამოქვეყნებისთვის.






























































