ბათუმში, სუვენირების, ტანსაცმელებისა და სასურსათო სავაჭრო ობიექტები დააყაჩაღეს. დაზარალებულების ინფორმაციით, მძარცველებმა სავაჭრო ობიექტიდან საქონელი და გარკვეული თანხა წაიღეს.
როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, ყაჩაღობის მუხლით დაიწყო.
შსს-ში აცხადებენ, პოლიციისთვის სავარაუდო დამნაშავის ვინაობა დადგენილია და მის დასაკავებლად შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს,