ჯიხაშკარში, განმუხურსა და ყიზილაჯლოში ხვალ გასამართი განმეორებითი არჩევნების თემას ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ელენე ხოშტარია.
ხოშტარია მოუწოდებს ამომრჩევლებს მშვიდად მივიდნენ საარცევნო უბნებზე და თავიანთი მოქალაქეობრივი ნება გამოხატონ.
"ხვალ განმეორებითი მნიშვნელოვანი არჩევნები ჯიხაშკარში, განმუხურსა და ყიზილაჯლოში ჩატარდება. ამ უბნებზე ძლიერი პოზიცია გვქონდა და ამიტომაც ჩაშალეს.
ამომრჩეველს მოვუწოდებთ მშვიდად და მტკიცედ მივიდნენ უბნებზე და თავისი ნება გამოხატონ, იმისათვის, რომ გამარჯვება დავიცვათ, რომელიც ჩვენი ღირსეული კანდიდატებისთვის დამსახურებულია.
ეს მნიშვნელოვანი გადადგმული ნაბიჯი იქნება მეორე ტურებისთვის და ასევე, იმისათვის, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობას ყველანაირად შევეწინააღმდეგოთ, რაც ქვეყნისთვის დამღუპველია.
ხოშტარია მოუწოდებს შს სამინისტროს რომ სააღცევნო უბნებზე უზრუნველყოს სიმშვიდე.
"შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პოლიციას მოვუწოდებ საარჩევნო უბნებზე სიმშვიდე უზრუნველყონ, მათი მოვალეობა შეასრულონ, რათა უბნებზე კრიმინალები არ შეიკრიბონ.
განმეორებითი არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარება არის არამარტო ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის მნიშვნელოვანი, არამედ ქვეყნისთვის და ამიტომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვუწოდებ თავის ვალდებულებას პასუხისმგებლობით მიუდგეს", _ განაცხადა ელენე ხოშტარიამ.