THE INDEPENDENT-ის ინფორმაციით, უსაფრთხოების ექსპერტები ამბობენ, რომ FACEBOOK-სა WHATSAPP-ში მიმოწერა უსაფრთხო არ არის, მიუხედავად იმისა, რომ AMNESTY INTERNATIONAL-მა FACEBOOK-ის მიერ უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა 100-დან 73 ქულით შეაფასა.
ექსპერტების განცხადებით, FACEBOOK გზავნილებს კითხულობს, რის შემდეგაც მომხმარებლებს რეკლამას მათთვის საინტერესო თემის მიხედვით სთავაზობს.
ექსპერტების თქმით, რომ სოციალური ქსელების მომხმარებლები ასევე ფრთხილად უნდა იყვნენ WHATSAPP-ით სარგებლობის დროსაც, რადგან მათი მიმოწერა შესაძლებელია მესამე პირისთვის ცნობილი გახდეს.
გავრცელებული ინფორმაციით, WHATSAPP ბრაზილიაში აღარ ფუნქციონირებს, რადგან ხელისუფლებას ჰქონდა სურვილი შეეტყო თუ რას ამბობდა ხალხი მათზე.
ექსპერტები ასევე ამბობენ, რომ ტელეფონში WHATSAPP-ის შეტყობინებები დამცავი ღრუბლის გარეშე იგზავნება, შესაძლებელია მიმოწერა ფარული დაკვირვების გარეშეც უცხო ადამიანებისთვის ცნობილი ძალიან ადვილად, უბრალოდ თქვენი ტელეფონის ხელში აღებით გახდეს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ელექტრონული სასაზღვრო ფონდი მომხმარებლებს რეკომენდაციებს აძლევს თუ როგორ უნდა დაიცვან თავი სოციალური ქსელებით სარგებლობისას.
როგორც რეკომენდაციაშია აღნიშნული მომხმარებლებმა უარი უნდა თქვან პირადი მონაცემების გაზიარებაზე, რაც უსაფრთხოების დაცვას უფრო გაამარტივებს, გარდა ამისა, მომხმარებლებმა თავად უნდა გადაწყვიტონ თუ რა ინფორმაციას გაასაჯაროებენ FACEBOOK-იდან WHATSAPP-ზე, რაც WHATSAPP-ს მათ მონაცემებზე წვდომას შეუზღუდავს.
ამავე თემაზე:
98 პერსონალური მონაცემი, რომელსაც ფეისბუქი თქვენთვის რეკლამის შესარჩევად იყენებს
ახალი სერვისი „ფეისბუკისგან“ – საიდუმლო მიმოწერის გამოყენება უკვე შესაძლებელია