მიხეილ სააკაშვილის გადადგომის შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა. პეტრო პოროშენკომ. მან სააკაშვილის ეს ნაბიჯი „საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ პოლიტიკური საქმიანობის სურვილით ახსნა.
„ზოგიერთმა ადამიანმა გადაწყვიტა საქმიანობის სფეროს შეცვლა და უკრაინაში პოლიტიკური აქტიურობის დაწყება, ქართულ არჩევნებში დამარცხების შემდეგ“,_ განაცხადა პეტრო პოროშენკომ. უკრაინის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ მთავრობა მისი გადადგომის გადწყვეტილებას მხარს დაუჭერს. პოროშენკომ, ასევე, განაცხადა, რომ თავის დროზე, უკრაინამ რეფორმების გასატარებლად პოლიტიკური მოღვაწეები მიიწვია, მათ შორის, საქართველოდან, რომლებიც მთავრობაში მუშაობას დღესაც განაგრძობენ. პოროშენკომ უკრაინის ნაციონალური პოლიციის უფროსი ხატია დეკანოიძე და ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორის მოადგილე გიზო უგულავა დაასახელა.