საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ვექტორის“ წამყვანი ირაკლი ტაბლიაშვილი ტელევისიაში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც ტაბლიაშვილი წერს, გადაცემების დახურვა უკვე გადაწყვეტილია.
„ჩემი აზრით, სიტყვების თამაშია ეს ყველაფერი – დაიხურება vs შეჩერება!
რა მნიშვნელობა აქვს, 2018 წლამდე დახურვას დაარქმევს თუ შეჩერებას? რეალურად, არც არაფერი.
რეალურად, ყველაფერი გაჩერდება.
ანუ, გაჩერდება რეალური სივრცე, წითელი ზონა, ჟურნალისტური გამოძიება, ფერმა, ვექტორი, სალომე ასათიანის ინტერვიუ და ა.შ. უამრავი, მართლა უამრავი კარგი გადაცემა!
ეს ყველაფერი მოხდება იმ წელს, როცა ადგილობრივი არჩევნებია და როცა საკონსტიტუციო ცვლილებებია მოსალოდნელი.
როცა ვიზა ლიბერალიზაცია მივიღეთ და როცა წინ კიდევ დიდი გამოწვევები აქვს ზოგადად სახელმწიფოს.
ეს ყველაფერი შეფუთულია ვთქვათ ასე – ოსტატურად.
ციფრების ბზრიალ-ტრიალით…
მეტიც, ხშირად მართებული ბზრიალით, ოღონდ, ბზრიალით.
არადა, რეალურად, ფართო დისკუსიის საწინააღმდეგო, აბა, რა უნდა მქონდეს, მაგრამ, არ მტოვებს განცდა, რომ ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია და შეთანხმებულია იქ, სადაც ამგვარი გადაწყვეტილებები თანხმდება.
არავის დარჩეს შთაბეჭდილება, რომ ვწუხვარ "ვექტორზე", უფრო ზუსტად, მხოლოდ "ვექტორზე"… არა! მაუწყებელს შესანიშნავი პროდუქტები აქვს, რომელსაც ასე ერთი ხელის მოსმით, პრინციპით – ამას სიკვდილი, იმას ჩამოხრჩობა, სხიპავს, ჩეხავს მაუწყებლის ხელმძღვანელობა.
პირადად მე არ ვაპირებ თანამშრომლობას კონკრეტულად ბორდთან, რომლის თვალსაჩინო წარმომადგენელი მარინა მუსხელიშვილია… პირი, რომელიც ვერ ხვდება, რატომაა ვიზის ლიბერალიზაცია კარგი მოვლენა… რაც შეეხება დისკუსიას, მასში მონაწილეობას მივიღებ… ოღონდ, კვლავ ვიმეორებ, მგონია, რომ ეს ყველაფერი კარგად შეფუთული სპექტაკლია“, _ წერს ტაბლიაშვილი საკუთარი „ფეისბუკის“ გვერდზე.