ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლების _ შუა ამაღლების, ამაღლების, სამებისა და ვანის მოსახლეობა ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს _ დიდთოვლობის გამო ამ სოფლებში საავტომობილო მიმოსვლა შეჩერებულია და გზებზე, თოვლში ჩავარდნილი მანქანების მძღოლები მაშველების მოლოდინში არიან. ამ სოფლებში, სადაც „გურია ნიუსის“ გადამღები ჯგუფიც იმყოფება, გზები საერთოდ გაუწმენდავია
_ ეს გზა შპს „გზამშენ 18“-ს ეკუთვნის, თუმცა, ტექნიკის მიხმარება მუნიციპალიტეტს სთხოვეს, რადგან ამ წუთებში კომპანიის ტექნიკა ბახმაროს მიმართულებით წმენდს გზას. ჩვენი ტექნიკა განახლება-ზომლეთის მიმართულებით უკვე გამოსულია და მალე დაიწყება გაწმენდა, _ გვითხრა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ირაკლი კუჭავამ.