გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში 10 იანვარს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
სინოპტიკოსთა ცნობით, ხვალ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შედარებით აცივდება.
"10 იანვარს საქართველოს ტერიტორიაზე შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო, საქართველოში (უპირატესად დასავლეთ საქართველოში) მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ქარბუქი", _ აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.