„დღეს საქართველოში ოფიციალურად გაფორმდა დიქტატურა. გაფორმდა დიქტატურა, დაიმარხა დამოუკიდებელი მართლმსაჯულება. ბიძინა ივანიშვილს აქვს მცდელობა, ჩაიგდოს ხელში ყველა თავისუფალი ინსტიტუტი, თავისუფალი მედიის ჩათვლით. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა არამარტო პოლიტიკური პარტიებისთვის, არამედ საზოგადოებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის დიდი გამოწვევა ჩვენი მომავლისთვის, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, ჩვენ არ ვაპირებთ დანებებას. რუსთავი2 უნდა იყოს ხალხის სამსახურში და რუსთავი2 დარჩება ხალხის სამსახურში. ხვალ, 11:00 საათზე გაიმართება ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს სხდომა. 12:00 საათზე “ნაციონალურ მოძრაობა” გამოაცხადებს სამომავლო გეგმას, რომელიც უკავშირდება საქართველოში თავისუფალი სიტყვის დაცვას. ამასთანავე მინდა, მოვუწოდო საზოგადოების ყველა წევრს, პოლიტიკურ პარტიებს, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩვენი გამოწვევა. ეს არის გამოწვევა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის სამომავლო განვითარებისთვის,“ – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved