ბერლინის 2 აეროპორტში 660-ზე მეტი რეისი გაუქმდა. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ავიარეისების გაუქმების მიზეზი აეროპორტში მომუშავე პერსონალის გაფიცვა გახდა.
მაუწყებლის ცნობით, გაფიცვის მიზეზი ხელფასების ზრდასთან დაკავშირებული დავაა.
„შენფელდის საერთაშორისო აეროპორტში 195 რეისი, ხოლო ტეგელის საერთაშორისო აეროპორტში 465 რეისი გაუქმდა“_ამის შესახებ ბერლინის აეროპორტის სპიკერმა, დანიელ თოლქსდორფმა განაცხადა.