https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“მსგავსი აგრესიის ახსნა არ უნდა შემოიფარგლოს „კრიმინალური აზროვნების“ არგუმენტით” _ EMC

11:03; 13.03.2017
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)  ქალაქ ბათუმში, 2017 წლის 11 მარტს განვითარებულ პროცესებს ეხმიანება და სახელმწიფოს მოუწოდებს, უზრუნველყოს მოვლენების სათანადო შესწავლა და რეაგირება.

ორგანიზაციის განცხადებას “გურია ნიუსი” უცვლელად გთავაზობთ:

“2017 წლის 11 მარტს, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ სპონტანურად ორგანიზებული პროტესტის მიზეზი, პოლიციის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო გამკაცრებული დაჯარიმების პრაქტიკა გახდა. შეკრების მონაწილეების პროტესტის გამძაფრება ძმის დაკრძალვიდან დაბრუნებული ჯიმი ვარშანიძის დაკავებამ გამოიწვია. მისი თქმით, ახსნა-განმარტების მიუხედავად, რომ სადავო ადგილას სათანადო პარკირება შეუძლებელი იყო და მას სასწრაფოდ სჭირდებოდა იქვე მდებარე აფთიაქში მედიკამენტების შეძენა, შელაპარაკების შემდეგ, პოლიციამ მანქანაში ძალით ჩატენა და დააკავა. აღნიშნულმა ინციდენტმა ადგილობრივი მოსახლეობის  პროტესტის ესკალაცია გამოიწვია და მათ ბათუმში სასტუმრო „პლაზას“ ტერიტორიაზე სპონტანური და მასობრივი შეკრება დაიწყეს. შეკრების მონაწილეების მხრიდან ისმოდა უკმაყოფილება ბათუმში პოლიციის სამმართველოს უფროსად ახალდანიშნული კახა ბუხრაძის მიერ საპოლიციო ღონისძიებების გამკაცრებით, ქალაქში „ახალი წესრიგის” დამყარების, სიღარიბის ფონზე მაღალი ჯარიმების გამოყენებით მოსახლეობისთვის ეკონომიკური ტვირთების დამძიმების, აჭარაში მაღალ თანამდებობებზე არაადგილობრივი პირების დანიშვნის თაობაზე. საღამოს აქციამ პოლიციის სამმართველოსთან გადაინაცვლა, სადაც შეკრების მონაწილეები დაკავებული პირების გათავისუფლებასა და საპატრულო პოლიციის უფროსის თანამდებობიდან მოხსნას ითხოვდნენ. რამდენიმე საათის გასვლის მიუხედავად, შეკრების მონაწილეებთან ხელისუფლების, მათ შორის, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს  კომუნიკაცია არ ჰქონიათ, რამაც შეკრების მონაწილეების გაღიზიანება გამოიწვია და მათმა ნაწილმა სამმართველოს შენობაში უკანონო შეღწევა განიზრახა. აღნიშნული ინციდენტის შემდეგ, შეკრების რამდენიმე მონაწილე პოლიციამ წინააღმდეგობის გაწევის გამო ადგილზე დააკავა, ამ ეპიზოდში დაფიქსირდა სპეციალური საშუალების, გაზის გამოყენების ფაქტიც. მალევე, შეკრების ადგილზე სპეციალური დანიშნულების რაზმი გამოჩნდა, რის შემდეგაც შეკრების მონაწილეების დიდი ნაწილი გაიქცა და აქციის ტერიტორია დატოვა, ნაწილმა კი, ქალაქში ვანდალური აქტების ჩადენა, მათ შორის, ქონების განადგურება, პოლიციის მანქანების გადაწვა დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ შეკრების ადგილზე იმყოფებოდნენ და რადიკალურ ულტიმატუმებს აჟღერებდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „თავისუფალი ზონის“ წარმომადგენლები.  აგრეთვე, სიტუაციის  ესკალაციაში განსაკუთრებული როლი შეასრულა 9 მარტს ერთ-ერთი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, მერაბ ღოღობერიძის მიერ აქციაზე გაკეთებულმა განცხადებამ – „აჭარელი თათარი არ არის“. ამავე განცხადებაში ღოღობერიძე საუბრობს საპატრულო პოლიციის ახალი ხელმძღვანელის მხრიდან ადგილობრივი მოსახლეობის  მიმართ რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციულად ქცევის ფაქტებზე და ბათუმში სამსახურეობრივი მივლინებით მყოფ სხვა სამართალდამცველების მიმართ გაჟღერებულ იმავე მოწოდებებზე. უნდა აღინიშნოს, რომ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან მსგავსი განცხადებების გაკეთება ამ დროისთვის სარწმუნო მტკიცებულებებით არ დასტურდება. გამთენიისას, ძალადობრივ ქმედებებში მონაწილე ადამიანების ძირითადი ნაწილი, 40 პირი პოლიციამ დააკავა.

შეკრების თავისუფლების კონტექსტში უნდა ითქვას, რომ შეკრების მონაწილეების ის ნაწილი, რომლებმაც ძალადობრივი განზრახვები გამოავლინეს და ვანდალური აქტები განახორციელეს, არ სარგებლობდნენ შეკრების თავისუფლებით, რომელიც მხოლოდ მშვიდობიან შეკრებებს იცავს. გამოვლენილმა ძალადობრივმა განზრახვებმა და ქმედებებმა პოლიციას უფლებაში ჩარევისა და სამართალდარღვევის აღკვეთის ლეგიტიმური საფუძველი შეუქმნა. აღნიშნული ძალადობრივი ორგანიზებული ჯგუფების ქცევა, ერთი შეხედვით, სიტუაციის ესკალაციას ისახავდა მიზნად და მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ გამოიძიოს მათი ორგანიზებისა და შესაძლო პოლიტიკური აფილაციის საკითხი. აღნიშნული საკითხის ობიექტურ გამოკვლევას, მათ შორის, არსებითი მნიშვნელობა აქვს მიმდინარე პროცესების სათანადო პოლიტიკური შეფასებისთვის.

შეკრების მართვის დროს პოლიციის მიერ ძალის გადამეტებისგან თავის შეკავების პოზიტიური პრაქტიკის მიუხედავად, უნდა ითქვას, რომ შსს არ გააჩნდა შეკრების დროს უსაფრთხოების უზრუნველყოფის ეფექტიანი სტრატეგია, რის გამოც, ძალადობრივი ინციდენტები მთელს ქალაქში გავრცელდა და სრულიად უკონტროლო ხასიათი მიიღო.  მათ შორის, მთავრობას არ გააჩნდა სიტუაციის დეესკალაციის პოლიტიკური სტრატეგია და შესაძლო ძალადობრივი რადიკალიზების პრევენციის თანმიმდევრული გეგმა. შსს-მ დასაწყისშივე არ მოახდინა ძალადობრივ ქმედებებზე სათანადო რეაგირება, რის გამოც პროცესში ინტერვენცია გვიან, ვითარების რადიკალიზების შემდეგ, რეპრესიული საპოლიციო ღონისძიებების გამოყენებით მოუწია.  პოლიციამ თავიდანვე ვერ უზრუნველყო შეკრების მშვიდობიანი და არამშვიდობიანი მონაწილეების გამიჯვნა და ძალადობრივი ჯგუფების იზოლაცია.  მნიშვნელოვანი იქნებოდა, თუ სპეციალური საშუალებების გამოყენებამდე, პოლიცია მშვიდობიანი შეკრების მონაწილეებს კორიდორს შეუქმნიდა და შესაბამის პირებს ადგილის დატოვების შესაძლებლობას მისცემდა. აღნიშნული ხარვეზები მასობრივი და ძალადობრივი შეკრებების მართვის სფეროში პოლიციის ცოდნის ნაკლებობაზე უთითებს, რაც ცხადია, ადამიანის უფლებების დარღვევის რისკებს აჩენს და ეფექტიანი პრევენციული პოლიტიკის განხორციელებას ართულებს.

როგორც ზემოთ წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირველადი ანალიზი აჩვენებს, ბათუმში ადგილობრივი მოსახლეობის შეკრება საწყის ეტაპზე სპონტანურ და თვითორგანიზებულ ხასიათს უფრო ატარებდა და ის გამოხატავდა იმ სოციალურ და პოლიტიკურ უკმაყოფილებას, რომელიც აჭარის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს აქვთ. შეკრების მონაწილეების განცხადებების შინაარსობრივი ანალიზი აჩვენებს, რომ აღნიშნული უკმაყოფილების ძირითად მიზეზებად მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე უსამართლოდ მაღალი და თვითნებური ჯარიმების პრაქტიკა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მაღალი თანამდებობის პოზიციებზე ადგილობრივი მოსახლეობის დაბალი წარმომადგენლობა და პოლიტიკური გაუცხოება, აჭარაში მცხოვრები ადამიანების მიმართ შოვინისტური რიტორიკის გამოყენება სახელდება. მხედველობაშია მისაღები ძალადობრივ ქმედებებში ჩართული პირების ასაკის და გენდერის ფაქტორებიც. მსგავსი აგრესიისა და დესტრუქციის ახსნა არ უნდა შემოიფარგლოს „კრიმინალური აზროვნების“ არგუმენტით, რადგან ის შეიძლება მწვავე სოციალური კრიზისისა და ნიჰილიზმის გამოხატულება იყოს.  შესაბამისად, არსებითია სახელმწიფომ და სხვა აქტორებმა გაიაზრონ გამოვლენილი სოციალური უკმაყოფილებისა და პროტესტის სისტემური მიზეზები და ის ძალადობრივ ქმედებებში მონაწილე ჯგუფების პოლიტიკური მიკუთვნებულობის არგუმენტით არ გადაიფაროს. ამ მიმართებით, განსაკუთრებული ხაზი უნდა გაესვას ქართველი მუსლიმების მიმართ ბოლო დროს გამოვლენილ რელიგიურ კონფლიქტებსა და სახელმწიფოს არასეკულარულ და დისკრიმინაციულ პოლიტიკას, რომელმაც ქართველი მუსლიმების სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ მარგინალიზაციას კიდევ უფრო შეუწყო ხელი. ამიტომაც, არსებითია, რომ სახელმწიფომ გაიაზროს რელიგიური თუ სხვა ნიშნით ჯგუფების გარიყულობის და მარგინალიზაციის პრობლემის სიმწვავე და მისი პოლიტიკური მიზნებისთვის ინსტრუმენტალიზების საფრთხეები, რაც აჭარაში ნათლად გამოჩნდა.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, EMC მიიჩნევს, რომ არსებითია:

  • სამართალდამცავმა ორგანოებმა უზრუნველყონ გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტების და მთლიანი პროცესის ეფექტიანი გამოძიება და დაკავებული პირების საპროცესო უფლებების სრულყოფილი რეალიზება. ამასთან, მნიშვნელოვანია პოლიციის მიერ სპეციალური საშუალებების გამოყენების კანონიერების და პროპორციულობის შესწავლა;
  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაიაზროს მასობრივი და ძალადობრივი შეკრებების მართვასთან დაკავშირებული საკუთარი ინსტიტუციური და კომპეტენციური გამოწვევები და შეიმუშაოს კრიზისული სიტუაციების მართვის ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ეფექტიანი სტრატეგიები და ტექნიკები;
  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ სათანადოდ შეისწავლოს ადგილობრივი პოლიციის უფროსის საქმიანობის კანონიერების საკითხი და საჭიროების შემთხვევაში, მასზე სათანადო რეაგირება მოახდინოს;
  • მთავრობამ უზრუნველყოს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური და პოლიტიკური უკმაყოფილების რეალური მიზეზების შესწავლა და დაგეგმოს კომპლექსური ღონისძიებები ამ მიმართულებით;
  • პოლიტიკურმა პარტიებმა და სხვა საზოგადოებრივმა ჯგუფებმა თავი შეიკავონ პროცესის ესკალაციისგან, მათ შორის, ქსენოფობიური და შუღლის გაღვივებაზე მიმართული საჯარო განცხადებებისგან.
  • მოქალაქეებმა შეინარჩუნონ მშვიდობა და პატივისცენ კანონსა და სახელმწიფო ინსტიტუციებს. მნიშნელოვანია, რომ პოლიტიკური და სოციალური უკმაყოფილების გამოხატვა დემოკრატიული და სამართლებრივი ბრძოლის გზებით მოახდინონ”, _ აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.
გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო

13:45; 18 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

მეორადი ჩარიცხვის მსურველთათვის საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის ვადა დღეს, 18:00 საათზე იწურება

13:12; 18 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

“ეს მათი პასუხისმგებლობა იყო, თუ არ ეკუთვნოდათ დახმარება და ბაზაში რჩებოდნენ” – შალვა პაპუაშვილი სოცდაუცველებზე

12:48; 18 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი

12:41; 18 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

“ეს ორი ძირითადი ფაქტორი ბავშვის სიმაღლის ზრდას განსაზღვრავს…” – რას გვირჩევს ექიმი-ენდოკრინოლოგი?

12:23; 18 სექტემბერი, 2026

ამერიკელი მეცნიერები კლეპტომანიას ებრძვიან

რა წინადადებებს სთავაზობს ომბუდსმენი მთავრობას „პატიმრობის კოდექსში“ შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით

ყველა სიახლე

ზაფრანი

ბოლო 84 წლის განმავლობაში პირველად _ ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც მნიშვნელოვანი ცვლილებები ელოდება

13:59; 18.09.2026
საზოგადოება

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო

13:45; 18.09.2026
საზოგადოება

მეორადი ჩარიცხვის მსურველთათვის საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის ვადა დღეს, 18:00 საათზე იწურება

13:12; 18.09.2026
საზოგადოება

“ეს მათი პასუხისმგებლობა იყო, თუ არ ეკუთვნოდათ დახმარება და ბაზაში რჩებოდნენ” – შალვა პაპუაშვილი სოცდაუცველებზე

12:48; 18.09.2026
სამართალი

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკები ამოიღო – დაკავებულია 11 პირი

12:45; 18.09.2026
საზოგადოება

მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი

12:41; 18.09.2026
საზოგადოება

“ეს ორი ძირითადი ფაქტორი ბავშვის სიმაღლის ზრდას განსაზღვრავს…” – რას გვირჩევს ექიმი-ენდოკრინოლოგი?

12:23; 18.09.2026
ფინანსები

2026 წლის II კვარტალში საქართველოს ეკონომიკა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.9%-ით გაიზარდა

11:41; 18.09.2026
საზოგადოება

საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო განცხადებას ავრცელებს

10:30; 18.09.2026
პოლიტიკა

ოკუპირებულ ცხინვალში დღეს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება

10:25; 18.09.2026
საზოგადოება

ინტოქსიკაცია ბაგა-ბაღებში – მოიწამლა 55 აღსაზრდელი და 1 აღმზრდელი, დაწყებულია გამოძიება

10:22; 18.09.2026
სამართალი

საგამოძიებო სამსახურმა ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

9:45; 18.09.2026
საზოგადოება

ჩოხატაურში შუა ამაღლების სკოლის სარემონტო ტენდერი მეორედ ჩაიშალა

9:27; 18.09.2026
ზაფრანი

როგორ დავანებოთ თავი სიგარეტს

8:48; 18.09.2026
საზოგადოება

I-II ხარისხის დაზიანებები: რა წერია ექსპერტიზის დასკვნაში და რა ელის შემოქმედის სკოლას

22:17; 17.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო