იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, მიხეილ ჩინჩალაძე, ოთარ სიჭინავა, მარიამ ცისკაძე და მურმან ისოევი თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეებად უვადოდ დანიშნა.
რა ქონებას ფლობენ უვადოდ დანიშნული მოსამართლეები და რამდენია მათი წლიური შემოსავალი. ამის გარკვევას „გურია ნიუსი“ საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე განთავსებული დეკლარაციებით შეეცადა.
მიხეილ ჩიჩალაძე
თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნული მოსამართლეს, მიხეილ ჩინჩალაძეს ბოლო ქონებრივი დეკლარაცია 2016 წელს აქვს შევსებული.
დეკლარაციის თანახმად, მიხეილ ჩინჩალაძის ოჯახის საკუთრებაში ბინა, მიწის ნაკვეთი და მსუბუქი ავტომობილია. კერძოდ, მიხეილ ჩიჩალაძე ფლობს თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე მდებარე 145.00 კვ.მ-ის ფართობის ბინას. დედის, რუსუდან სამხარაძის საკუთრებაშია მიწის ნაკვეთი მცხეთის რაიონის სოფელ საგურამოში, რომლის ფართობიც 1500.00 კვ.მ -ია. ხოლო მამის, თამაზ ჩინჩალაძის 100% საკუთრებაშია მსუბუქი ავტომანქანა Hyundai ix35.
რაც შეეხება ოჯახის შემოსავლებს, დეკლარაციიდან იეკვევა, რომ 2015 წელს ოჯახის მთლიანმა შემოსავალმა ჯამში 167 620 ლარი შეადგინა. კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლო თავმჯდომარის მოადგილის პოსტიდან მიხეილ ჩინჩალაძემ 115920.00 ლარის შემოსავალი მიიღო; დედამ, რუსუდან სამხარაძემ ს.ს.ი.პ. საჯარო აუდიტის ინსტიტუტიდან, სადაც ის საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატრორია – 31700.00 ლარი; ხოლო ჩინჩალაძის მეუღლემ – მარიკა მარიკაშვილმა საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან სადაც ის მთავარი კონსულტანტია – 20000.00 ლარი.
ოთარ სიჭინავა
რაც შეეხება უვადოდ დანიშნულ კიდევ ერთ მოსამართლეს, ოთარ სიჭინავას, მას ქონებრივი დეკლარაცია 2017 წლის 2 მარტს შეუვსია, რომლის თანახმად, მისი ოჯახის საკუთრებაში 5 ბინა, 2 მიწის ნაკვეთი, საცხოვრებელი სახლი და მსუბუქი ავტომობილია.
კერძოდ, ოთარ სიჭინავას 50,00%-იან საკუთრებაშია ბინა თბილისში, ნუცუბიძის ფერდობზე მე3 მ/რ-ნის 1–ლი კვარტალში, რომლის ფართობიც 120,00 კვ.მ-ია. ამ ბინის 50%-ს მისი შვილი ივანე სიჭინავა ფლობს.
ოთარ სიჭინავას ეკუთვნის 1900,00-ლარად ნაყიდი 1074,90 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთი თელავში, სოფელ წინანდალში; ხოლო ამავე სოფელში მდებარე 71,00 კვ.მ-ის ფართობის საცხოვრებელი სახლი მისი მეუღლისა და შვილის საკუთრებაშია.
ოთარ სიჭინავას 100,00%-ის საკუთრებაშია 90000,00-ლარად ნაყიდი 83,22 კვ.მ-ის ფართობის ბინა ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე და ამავე ქალაქში, 155151,36-ლარად შეძენილი მეორე, 69,50 კვ.მ-ის ფართობის ბინა რუსთაველის ქუჩაზე.
სიჭინავას ოჯახი კიდევ ერთ ბინას ფლობს ბათუმში, რომელიც მ.აბაშიძე-ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთაზე მდებარეობს. ფართობი 72,20 კვ.მ-ია, ხოლო მასში 155151,36ლარია გადახდილი. ბინის 50% ნაწილს სიჭინავას ქალიშვილი ქეტევან სიჭინავა ფლობს.
რაც შეეხება კიდევ ერთ მშენებარე ბინას თბილისში, მგალობლიშვილის ქუჩაზე, მის 50%-ს ოთარ სიჭინავას მეუღლე მარინა სიჭინავა, ხოლო მეორე 50%-ს მიეი ქალიშვილი ქეტევან სიჭინავა ფლობს.
ასევე, ორივეს საკუთრებაშია თელავში, სოფელ წინანდალში მდებარე 2061,00 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთი. როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, მიწის ნაკვეთის 50% მარინა სიჭინავამ შვილს აჩუქა.
მარინა სიჭინავას 100,00%-იან საკუთრებაშია ასევე, მსუბუქი ავტომანქანა Mercedes-Benz, B 2000, რომელიც მას 5700,00 დოლარად შეუძენია.
რაც შეეხება ოჯახის შემოსავლებს, როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, ოთარ სიჭინავას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრობისთვის 2016 წლის 1 იანვრიდან ამავე წლის 1 ოქტომბრამდე 88366,45 ლარი აუღია. გარდა ამისა დეკლარაციაში ნათქვამია, რომ ოთარ სიჭინავას კომპენსაციის სახით 2400,00 ლარი აქვს მიღებული.
ოჯახის სხვა წევრების შემოსავლების შესახებ დეკლარაციაში არაფერია აღნიშნული.
რაც შეეხება მათ ანგარიშებზე არსებულ თანხებს, დეკლარაციაში ვკითხულობთ:
ოთარ სიჭინავას ,,თი–ბი–სი ბანკის ვიზა გოლდის ანგარიშზე 140,77 ლარია; საქართველოს ბანკი ამერიკან ექსპრესზე (საკრედიტო ბარათი) _ 2160,27 ლარი; ამავე ბანკის ექსპრეს რევარდ ბარათზე – 121,44 დოლარი;,,თი–ბი–სი ბანკის“ პრაიმ ქარდზე _9003,77 ლარი; საქართველოს ბანკის SOLO-ზე (ვიზა გოლდთან ერთად ემსახურება ერთ ანგარიშს) _ 399,52 ლარი; თი–ბი–სი ბანკის პრაიმ-ქარდიზე (საკრედიტო) _ 6000,66 ლარი; “საქართველოს ბანკის” ანაბარზე – 325,00 ლარი; “ლიბერთი ბანკის” საპენსიო ანგარიშზე კი – 37,00 ლარი.
დეკლარაციის შევსების მომენტში, ოთარ სიჭინავას მეუღლის, მარინა სიჭინავას ანგარიშზე კი, ,,თი–ბი–სი ბანკში” _ 100,00 დოლარი და 200 ლარი იყო.
ივანე სიჭინავას საქართველოს ბანკის მიმდინარე ანგარიშზე 25,18 ლარი ჰქონდა, ხოლო ქეთევან სიჭინავას – დოიჩე ბანკის მიმდინარე ანგარიშზე -670,45 ევრო, “საქართველოს ბანკის” მიმდინარე ანგარიშზე კი, 932,22 ლარი.
ამავე დეკლარაციის თანახმად, ოთარ სიჭინავას ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარე ბინის შესაძენად საქართველოს ბანკიდან 2010 წელს, 90 000 ლარის იპოთეკური სესხი აუღია (ვადა 2020 წელს ეწურება) და გასულ წელს ბანკისთვის 21949,32 ლარი გადაუხდია.
მარინა სიჭინავას კი, მსუბუქი ავტომანქანა Mercedes-Benz B 2000, 5700,00 დოლარად გასული წლის სექტემბერში შეუძენია და დეკლარაციის გასავლის გრაფაში ეს თანხაც ასახულია.
მარიამ ცისკაძე
რაც შეეხება მარიამ ცისკაძის ქონებას, როგორც მის მიერ, 2017 წლის 13 მარტს შევსებული დეკლარაციიდან ირკვევა, მისი ოჯახი ორ არასაცხოვრებელ ფართს, ორ მიწის ნაკვეთს, სახლს, ბინას და მსუბუქ ავტომანქანას ფლობს.
კერძოდ, მარიამ ცისკაძის საკუთრებაშია საცხოვრებელი სახლი დაბა წყნეთში, ალ.ჭავჭავაძის 3 ნომერში, რომლის ფართობიც 138,02 კვ.მ-ია და ის 70000,00-დოლარად აქვს შეძენილი. ასევე, დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ საცხოვრებელ სახლთან ერთად ცისკაძემ ამავე მისამართზე 1561,00 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთი შეიძინა.
მარიამ ცისკაძის 100,00%-იან საკუთრებაშია ასევე, 120000,00-დოლარად ნაყიდი 125,00 კვ.მ-ის ფართობის ბინა და ამავე მისამართზე არსებული 14,00 კვ.მ-ის ფართობის სარდაფი თბილისში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე.
ხოლო მის მეუღლეს, თეიმურაზ კუტივაძეს ეკუთვნის 2000,00-დოლარად ნაყიდი 200,00 კვ.მ-ის არასაცხოვრებელი ფართი სტეფანწმინდაში (ყაზბეგი), სოფელი ალმასიანში (კობი) და ამავე მისამართზე არსებული 986,00 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთი.
თეიმურაზ კუტივაძის 100,00%-იან საკუთრებაშია ასევე, მსუბუქი ავტომანქანა ISUZU RODEO, რომელიც მას 4500,00 დოლარად შეუძენია.
დეკლარაციაში არაფერია აღნიშნული ცისკაძის ან მისი ოჯახის წევრის მიერ შესრულებული ნებისმიერი ანაზღაურებადი სამუშაოდან მირებული შემოსავლების შესახებ.
თუმცა, ამავე დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ მარიამ ცისკაძემ გერმანიის საზღვარგარეთისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის მაქს–პლანკის ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევითი სტიპენდია 4600,00 ევრო, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოდან, მოსამართლეობის 10 წლიანი უფლებამოსილების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებული შემოსავალი 14400,00 ლარი მიიღო.
დეკლარაციის შევსების მომენტში კი, მის მიმდინარე ანგარიშზე “ბაზის ბანკში” _ 3483,88 ევრო, ამავე ბანკის სახელფასო (ოვერდრაფტი ) ანგარიშზე – 13,35 ლარი; რესპუბლიკა ბანკის” სახელფასო (ოვერდრაფტი ) ანგარიშზე- 1,13 ლარი; “თი–ბი–სი ბანკის” სახელფასო ანგარიშზე – 0,48 ლარი; “ლიბერთი ბანკის” საპენსიო ანგარიშზე – 0,47 ლარი; ხოლო “საქართველოს ბანკის” საკრედიტო ანგარიშზე 324,32 ლარი (-) იყო. გარდა ამისა, მარიამ ცისკაძეს ნაღდი ფულის სახით პირადი დანაზოგი _ 7400,00 ევრო ჰქონდა.
მარიამ ცისკაძის სახელზე სამი სესხია. კერძოდ, 10000,00-ლარიანი სესხი მას 2016 წელს აუღია და ვადა 2017 წლის ივლისში ეწურება. ბანკისთვის კი გასულ წელს 3520,00 ლარი გადაუხდია.
8000,00, -ლარიანი სესხი ასევე 2016 წელს აქვს აღებული (ვადის ამოწურვის თარიღი – 20.10.2018) „ბაზის ბანკიდან“ და გასულ წელს მის დასაფარად 740,00 ლარი აქვს გადახდილი. რაც შეეხება 62833,88-დოლარიან სესხს ის ცისკაძეს 2013 წელს აუღია (ვადა 2023 წელს ეწურება) და ბანკ „რესპუბლიკასთვის“ გასულ წელს 12066,66 დოლარი გადაუხდია.
მურმან ისაევი
კიდევ ერთი, უვადოდ დანიშნული მოსამართლე მურმან ისაევის ოჯახი მხოლოდ მიწის ნაკვეთის, ბინის და მსუბუქი ავტომობილის მფლობელია.
კერძოდ, მურმან ისაევის 100,00%-იან საკუთრებაშია 1500,00-ლარად ნაყიდი 1301,00 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთი თბილისში, დიდი ლილოს მიმდებარე ტერიტორიაზე (ვარკეთილის მეურნეობა) და 8900,00-ლარად შეძენილი მსუბუქი ავტომანქანა ჰონდა.
ხოლო მისი მეუღლე, სადაგათ ისაევა ფლობს 7000,00-ლარად ნაყიდ 74,00 კვ.მ-ის ფართობის ბინას თბილისში, კრწანისის ქუჩაზე. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ ბინის ფასად, 2007 წელს, ისაევის მიერ შევსებულ დეკლარაციაში 50 ათასი ლარია მითითებული.
დეკლარაციაშია არაფერია ნათქვამი ისაევის ოჯახის შემოსავლებთან დაკავშირებით, გარდა 18500 ლარისა, რომლის წარმომავლობის შესახებ დოკუმენტში არაფერია აღნიშნული.
რაც შეეხება დეკლარაციის შევსების მომენტში ისაევის საკუთრებაში არსებულ ფულად თანხებს, აღნიშნულია, რომ მას ნაღდი ფულის სახით 500,00 ლარი (ხელფასი) ჰქონდა, ხოლო “თი–ბი–სი ბანკისა” და საქართველოს ბანკის ანგარიშებზე ჯამში 500 ლარი ერიცხებოდა.
ამავე თემაზე: