თბილისის პოლიციის სამმართველოს ეზოდან კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს პატიმარი გაექცათ. 25 წლის ბ.კ. რომელსაც პოლიციის პოლკოვნიკის და მსახიობ დავით როსტომაშვილის დაყაჩაღებას ედავებიან, სამართალდამცველებს იმ დროს გაექცათ, როდესაც წინასწარი დაკავების იზოლატორის შენობაში შეჰყავდათ.
ერთ-ერთი ვერსიით, დაკავებულს თან ხუთი პოლიციელი ახლდა, იზოლატორში შესვლამდე სამართალდამცველებმა ბრალდებულს ხელბორკილები მოხსნეს, გაქცევაც სწორედ ამ დროს მოხდა.
მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ, თუმცა პატიმარის გაქცევის ფაქტს ადასტურებს ბექა კირვალიძის ადვოკატი.
ყაჩაღობაში ბრალდებული პირის დაკავებას გაბრიელ სალოსის ქუჩაზეც არა ერთი თვითმხილველი ჰყავს. ადგილობრივები ყვებიან, რომ დავით როსტომაშვილზე თავდასხმის შემდეგ კირვალიძე შემთხევის ადგილიდან 20 მეტრში საპატრულო პოლიციამ დააკავა.
ბექა კირვალიძის გაქცევიდან 9 საათის შემდეგ სამართალდამცველებმა როსტომაშვილის დაყაჩაღების ფაქტზე 25 წლის ზურაბ ქუთელია დააკვეს. ადვოკატის თქმით, ქუთელიას დაკავების საფუძველი მხოლოდ ის გახდა, რომ ბრალდებულმა ყაჩაღობამდე 10 წუთით ადრე მისი ავტომობილით შემთხვევის ადგილზე გაიარა და მას გაქცულ პატიმარ კირვალიძესთან ნაცნობობა აკავშირებს.