ნანა მხატვარი, ოზურგეთი:
_ არჩევნებზე აუცილებლად წავალ, თუმცა, ხმას ვის მივცემ, ჯერ კიდევ ვფიქრობ _ არ გადამიწყვეტია.
შოთა წეროძე, ოზურგეთი:
_ არჩევნებზე წავალ, თუმცა, რომელ პარტიას ვუჭერ მხარს, ეს საჯარო არაა.
სოფო კილაძე, ოზურგეთი:
_ არჩევნებზე კი მივდივარ, მაგრამ არჩევანს მხოლოდ კაბინაში დავაფიქსირებ.
ზვიად გოგმაჩაძე, ოზურგეთი:
_ არჩევნებზე აუცილებლად წავალ. ამ მთავრობის უკმაყოფილო არ ვარ, მაგრამ ჯერ მაინც არ გადამიწყვეტია, ვის დავუჭერ მხარს.
გურამ გოგიჩაიშვილი, ლანჩხუთი:
_ აუცილებლად მივიღებ არჩევნებში მონაწილეობას _ ეს ჩემი მოქალაქეობრივი ვალია. თუმცა, ვერ გეტყვით რომელ პარტიას დავუჭერ მხარს.
ლია გორდელაძე, ოზურგეთი:
_ არჩევნებზე მივდივარ, როგორც წესი. ხმას ვის მივცემ, მხოლოდ ჩემი საქმეა.
გიორგი კოსტავა, ოზურგეთი:
_ მე პედაგოგი ვარ, არჩევნებზეც მივდივარ და ხმას “ქართულ ოცნებას” ვაძლევ.
მაია ლეჟავა, ოზურგეთი:
_ იმედები არავინ გამიმართლა და შესაბამისად, არ ვაპირებ არჩევნებზე წასვლას.
ნიკოლოზ სოსელია, ოზურგეთი:
_ არჩევნებზე მივდივარ, მაგრამ ვისი მხარდამჭერი ვარ, ვერ გეტყვით.
აკაკი ზურაბიანი, ოზურგეთი:
_ მივდივარ არჩევნებზე, რა თქმა უნდა. რაც შეეხება არჩევანს, მას მხოლოდ ბიულეტენში დავაფიქსირებ.
მანანა ჟღენტი, ჩოხატაური:
_ არჩევნებზე წავალ და ხმას “ქართულ ოცნებას” მივცემ.
ნონა გუდავაძე, ჩოხატაური:
_ არ ვიცი, გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია.
შოთა ბოლქვაძე, ჩოხატაური:
_ არჩევნებზე წავალ და არჩევანსაც იქ დავაფიქსირებ.
ვალენტინა გიორგაძე, ჩოხატაური:
_ არჩევნებზე რომ წავალ ვიცი, თუმცა, ხმას ვის მივცემ, წინასწარ ვერ გეტყვით.
დათო მამალაძე, ჩოხატაური:
_ რა თქმა უნდა მივდივარ და მხარს “პატრიოტთა ალიანსს” ვუჭერ.
ლია იმნაძე, ლანჩხუთი:
_ აქტიური მოქალაქე ვარ და რა თქმა უნდა, მივიღებ არჩევნებში მონაწილეობას.
კობა ნადირაძე, ლანჩხუთი:
_ გადაწყვეტილებას ოქტომბერში მივიღებ.
ირინა განევი, ლანჩხუთი:
_ ვნახოთ, ჯერ გადაწყვეტილება არ მიმიღია.