“ლივერპულის” ლეგენდა, იან რაში “რეალ მადრიდის” ფეხბურთელს, გარეტ ბეილს, მოუწოდებს რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” შეთავაზებაზე უარი თქვას. აღნიშნულ ინფორმაციას THE DAILY STAR ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, მურინიომ ნათლად მიანიშნა, რომ თვის ბოლომდე, ვიდრე ტრანსფერის ფანჯარა დაიხურება, კიდევ უფრო ფართო სპექტრის მოთამაშის მოყვანა სურს.
როგორც ცნობილია, “იუნაიტედი” მზადაა “ტოტენჰემის” ყოფილ ვარსკვლავში 90 მილიონ პაუნდზე მეტი გადაიხადოს.
იან რაში კი მიიჩნევს, რომ ახლა გარეტ ბეილისთვის ინგლისში სათამაშოდ გადასვლის დრო ჯერ არ არის.
“თუ ბედნიერია, მაშინ ესპანეთში უნდა დარჩეს. როგორც მოთამაშეს გაუმჯობესება აქვს.მან მიიღო შესაძლებლობა ესწავლა ისეთი ფეხბრთელისგან, როგორიც კრიშტიანო რონალდოა. არ არსებობს მსოფლიოში უკეთესი კლუბი ვიდრე “რეალ მადრიდია”. ვიცი, რომ თუ ინგლისში გადაწყვეტს გადასვლას საუკეთესო კლუბების არჩევის საშუალება ექნება. “მანჩესტერ იუნაიტედი”, “მანჩესტერ სიტი”, “ჩელსი”, “არსენალი” და “ლივერპული” ყველა მათგანს ის ენდომება. ყოველთვის არის დრო და ადგილი დაბრუნებისთვის, მაგრამ ვფიქრობ, რომ ახლა არა. ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა”, _ ამბობს რაში.