“გურია ნიუსის“ ინფორმაციით, სოფელ ძიმითში, მდინარე სუფსაში ჩავარდნილი 12 წლის გოგონას ცხედარი ნაპოვნია.
“მყვინთავებმა 12 წლის გოგონას ცხედარი იმ ტერიტორიის შემოგარენში იპოვეს, სადაც ჩავარდა”, _ გვითხრეს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურში.
ინფორმაციისთვის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტრაგედია მოხდა. დეიდა და დისშვილი. მდინარეში სურათების გადასაღებად შევიდნენ, რა დროსაც ორივე მორევმა ჩაითრია და დაიღუპნენ. 12 წლის ნაზიბროლა თავდიშვილის ცხედარი მაშველებმა გუშინვე იპოვეს, ხოლო მისი დეიდის 13 წლის თამთა გულვერდაშვილს ცხედარი ორდღიანი ძებნის შემდეგ, ცოტა ხნის წინ იპოვეს.
_ საშინელებმა მოხდა. ერთის დედა ნაპირზე იყო და ბავშვების ხმის გაგონებისთანავე გადახტა მდინარეში. იქ ცუდი ადგილია. მორევია და ეს ქალიც ჩაითრია, თუმცა, მდინარეზე მყოფმა ახალგაზრდებმა მისი გადარჩენა მოახერხეს. სამწუხაროდ, გოგონების გამოყვანა ვერ მოხერხდა, _ გვითხრეს თვითმხილველებმა.