ბევრ დიასახლისს აინტერესებს და გვეკითხებიან, როგორ გააკეთონ ფეიჰოას მურაბა ისე, რომ ზედმეტი სიმჟავე არ ჰქონდეს.
ავიღოთ 5 კგ. ფეიჰოა და დავფაროთ წყლით. წამოვადუღოთ 6-7 წუთის განმავლობაში.
მერე გადავასხათ ეს ნახარში. ფეიჰოას დავაყაროთ ექვსი კილოგრამი შაქარი, დავასხათ ხუთი ლიტრი წყალი და დავდგათ 8 საათის განმავლობაში.
შემდეგ დავდგათ ასადუღებლად, ყოველი 15 წუთის შემდეგ გადმოვდგათ.
ასე გავიმეოროთ ერთი საათის განმავლობაში. შემდეგ ჩავასხათ ქილებში და ცხლად მოვხუფოთ.