მომზადების წესი: ორი მოზრდილი თავი ხახვი, ერთი ცალი მწვანე წიწაკა, ერთი მომცრო კონა ნიახური და ამდენივე ცერეცო, სამი კბილი ნიორი _ ეს ყველაფერი წვრილად დაჭრილი შევურიოთ ერთმანეთში.
შემდეგ მოზრდილ ნაწილებად დაჭრილი ერთი კილოგრამი სოკო შევურიოთ თავდაპირველად მომზადებულ მასას, მოვათავსოთ ქვაბში, დავასხათ ზეთი, დავამატოთ ერთი სუფრის კოვზი სოიოს ან სხვ სოუსი, დავდგათ ზომიერ ცეცხლზე და ვურიოთ განუწყვეტლივ. 10-15 წუთის განმავლობაში.
შემდეგ დავამატოთ პატარა ნაჭრებად დამზადებული მოხარშული წიწილას ხორცი, გემოვნებით ვუყოთ მარილი და გადმოვდგათ. სუფრასთან ცხლად მივიტანოთ.