https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა და თაღლითობის მცდელობა: 5 დაკავებულს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“კეზერაშვილები გურიაშიც იყვნენ” _ “ნაციონალები” მელიას განცხადებას აფასებენ

6:09; 12.09.2017
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას განცხადებით, დავით კეზერაშვილმა, თანამდებობაზე ყოფნის დროს მილიონები „ყაჩაღობით, ქურდობით და ძარცვით“ იშოვა:

„არ მაქვს მორალური უფლება ვაკრიტიკო ფარცხალაძე სამართლიანად, როდესაც ვიცი, რომ მილიონებს შოულობს, რადგან ასევე ვიცი, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ წლების წინ იყო დავით კეზერაშვილი, რომელმაც სრულიად გაურკვევლად – ყაჩაღობით, ქურდობით და ძარცვით იშოვა მილიონები, ახლა კი ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილ „ევროპულ საქართველოს“ აფინანსებს.
დავით კეზერაშვილი და კიდევ სხვა ადამიანები იყვნენ სირცხვილნი „ნაციონალური მოძრაობის“ და ვერავითარ შემთხვევაში ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას დავით კეზერაშვილისნაირ ადამიანებზე. საკუთარი ინტელექტუალური შესაძლებლობებით იშოვა მილიონები? – ის როცა ფინანსურ პოლიციაში მუშაობდა ძარცვავდა ხალხს ისევე, როგორც ფარცხალაძე ძარცვავს დღეს მთელ საქართველოს“, – განაცხადა ნიკა მელიამ ტელეკომპანია „პირველისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

„გურია ნიუსი“ დაინტერესდა რას ფიქრობენ ლიდერის განცხადებაზე ადგილობრივი „ნაციონალები“.

პარტიის ჩოხატაურის ორგანიზაციის თავმჯდომარე და მერობის კანდიდატი დიმიტრი კორიფაძე მელიას განცხადებას იზიარებს და აღნიშნავს, რომ „კეზერაშვილები სხვა რაიონებშიც იყვნენ:

„მან ფაქტებით ისაუბრა და მისი პოზიცია სწორია“ _ გვითხრა კორიფაძემ.

_ ბატონო დიმიტრი რა პოზიციაა „სწორი“ _ ის, რომ კეზერაშვილი ქურდი და ყაჩაღი იყო?

_ რამდენად იყო ყაჩაღი და ქურდი არ ვიცი, მაგრამ ვეთანხმები ბატონი ნიკას პოზიციას.

_ დავით კეზერაშვილი წლების განმავლობაში იყო  მიხეილ სააკაშვილის მარჯვენა ხელი. როგორ ფიქრობთ, იგი ფულს ისე შოულობდა რომ სააკაშვილმა არაფერი იცოდა?

_ არ ვიცი  მიშამ იცოდა თუ არა, მაგრამ რაც ნიკა მელიამ თქვა იმას ვეთანხმები.

_ თუკი ეს მართლა ასე იყო, სააკაშვილიც ხომ დამნაშავე გამოდის თუკი მის ხელისუფლებაში ქურდი და ყაჩაღი მინისტრი იყო?

_  არა. იცით რა, როგორც თბილისში იყო კეზერაშვილი, ასეთი კეზერაშვილები ჩოხატაურში, ოზურგეთში და ლანჩხუთშიც იყვნენ, _ აღნიშნა კორიფაძემ, თუმცა გურიაში მყოფი “კეზერაშვილები” არ დაასახელა.

_ ბატონო დიმიტრი, თქვენ ამ დროს ჩოხატაურის გამგებლის მოადგილე იყავით და რა გამოდის, იცოდით რომ თანამდებობის პირები დანაშაულს ჩადიოდნენ?

_ ეგ არაფერ შუაშია და ასევე დარწმუნებული ვარ, რომ მიშაც არაფერ შუაშია.

_  გვიდასტურებთ, რომ თქვენს  ხელისუფლებაში ყაჩაღები და ქურდები იკავებდნენ მაღალ თანამდებობებს?

_ მე ვეთანხმები იმას, რაც განაცხადა ნიკა მელიამ, _ აღნიშნა კორიფაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლანჩხუთის მერობის კანდიდატის კახა ასკურავას თქმით , ნიკა მელია ამ განცხადებას კონკრეტულ საქმეზე დაყრდნობით გააკეთებდა:

_ ნიკა მელია არის საკმაოდ ჩახედული წარსულში, აწმყოშიც და ახლო მომავალშიც. ალბათ, აქვს რაღაც კონკრეტული საფუძველი ამის თქმის. სხვა არაფერი ვიცი, _ ამბობს ასკურავა.

_ თუ თქვენი ერთ-ერთი ლიდერის განცხადებას დავუჯერებთ, რომ კეზერაშვილმა თანამდებობაზე ყოფნის დროს ყაჩაღობით და ქურდობით იშოვა მილიონები, ის უნდა დავიჯეროთ, რომ სააკაშვილმა არაფერი იცოდა?

_ სააკაშვილი არ იყო და არც იქნება ის ფიგურა, რომელმაც არაფერი არ იცოდა. მან ბევრი რამ იცოდა და იცის.  იგი იყო ძალიან გონიერი და ძლიერი მმართველი.

_ ანუ, ეცოდინებოდა რომ კეზერაშვილი ქურდობდა და ყაჩაღობდა?

_ ეს ცოტა მჭახე სიტყვებია. მე  ვერ გეტყვით რა კონკრეტულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გააკეთა მელიამ ეს განცხადება, თუმცა, უსაფუძვლოდ არაფერს იტყოდა. არ უთქვამს აქამდე და არც ხვალ არ იტყვის დარწმუნებული ვარ. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს _ ის იყო სოლიდური და  ძლიერი მმართველი.

_ როცა სოლიდურ მმართველობაზე საუბრობთ და მისი თანაგუნდელი დღეს ამბობს, რომ სააკაშვილის მარჯვენა ხელი  ფინანსურ პოლიციაში მუშაობისას ხალხს ძარცვავდა რა გამოდის _ იცოდა და მალავდა?

_ სამწუხაროდ, არ ვიცი რაზე დაყრდნობით თქვა მელიამ ეს. ამაზე თავად მიხეილ სააკაშვილი გასცემს ისეთ პასუხს, რომელიც საკმაოდ დამაჯერებელი და სარწმუნო იქნება საზოგადოებისთვის. მე მის გარშე ვერ გაგცემთ პასუხს.

_ ბატონო კახა, როცა გურიის გუბერნატორის მოადგილის თანამდებობას იკავებდით არ გსმენიათ, რომ კეზერაშვილი ქურდობდა და ყაჩაღობდა?

_ მე არ ვიყავი იმ პოლიტიკური ელიტის ნაწილი, რომელსაც შეიძლება ეს ცოდნოდა მიუხედავად იმისა, რომ მქონდა საკმაოდ მაღალი თანამდებობა რეგიონის დონეზე. მასეთი დონის საქმეებში არ ვიხედებოდი და რომც მდომოდა, არავინ ჩამახედებდა.

_ უშვებთ, რომ „ნაციონალების“ დროს მინისტრებად ქურდები და ყაჩაღები  მუშაობდნენ?

_ კი, რათქმაუნდა. მე ვერ გეტყვით კონკრეტულად ეგ იყო დავით კეზერაშვილი თუ სხვა, მაგრამ ყველა ხელისუფლების პირობებში არიან. დღეს, მაგალითად არიან ჩინოვნიკები, რომლებიც არ ჩანს რას შვებიან, მაგრამ ხვალ, როცა ესენი წავლენ და აუცილებლად ავლენ ისეთი საქმეები ამოტრიალდება ყველაზე დონეზე და მაღალ დონეზე რომ შეიძლება საზოგადოების დიდი ნაწილი შოკში ჩააგდოს, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ასკურავამ

„ნაციონალური მოძრაობის“  პოლიტსაბჭოს წევრი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი ბესო ქათამაძე ამბობს, რომ “თუ მსგავს  ფაქტს ადგილი ჰქონდა უნდა მოხდეს რეაგირება სახელმწიფო უწყებების მხრიდან“:

„მელიას აქვს საფუძვლიანი ვარაუდი და დასაბუთება და ვეთანხმები. მაშინ როცა, ვედავებით ფარცხალაძეს, უნდა ვაღიაროთ ჩვენი შეცდომა და  ვთქვათ, რომ ადამიანს, რომელიც ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო მაღალ თანამდებობაზე ჰქონდა შეცდომები“ _ ამბობს ქათამაძე.

_ შეცდომა გგონიათ რომ თქვენი ლიდერის განცხადებით მინისტრად  ყაჩაღი და ქურდი იყო?

_ მე ვერ ვიტყვი ამას. არ მგონია, რომ კეზერაშვილი ქურდი იყოს. ზუსტი შეფასება კონკრეტულმა უწყებებმა უნდა გააკეთოს.

_ კონკრეტული უწყებები თუ მაგის დადგენას დაიწყებენ,  არ ფიქრობთ რომ სააკაშვილს ბრალი კიდევ დაუმძიმდება იმის გამო რომ მინისტრად „ყაჩაღი“ და „ქურდი“ ჰყავდა?

_ კეზერაშვილთან მიმართებაში სააკაშვილს  ბრალი ვერ დაუმძიმდება. ამ ხელისუფლებას  ისედაც უსუსური ბრალდებები აქვს _  ედავება ერთ საპონს, ორ პიჯაკს და გარდაცვლილის თვის გაგზავნილ გვირგვინებს.

_ ბატონო ბესო, ჩვენ არ ვსაუბრობთ რა ბრალდებები აქვს წაყენებული სააკაშვილის. ვსაუბრობთ იმაზე, რომ თქვენი ერთ-ერთი  ლიდერის განცხადებით, სააკაშვილის პრეზიდენტობის  დროს, მისი მინისტრი და მარჯვენა ხელი იყო ყაჩაღი და ქურდი.

_ მე ვერ გავაკეთებ განცხადებას უნდა სცოდნოდა თუ არა ეს მიხეილ სააკაშვილს ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას კეზერაშვილთან დაკავშირებით. ამ ხელისუფლებას უნდა გაერკვია თუ რამე დანაშაული იყო და უნდა დაედგინა უნდა სცოდნოდა თუ არა ეს სააკაშვილს. თუმცა, ამის გამკეთებლები ვერ არიან. ვერაფერი ვერ დაადასტურეს ამ დრომდე.

_ ეს თქვენი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დაადასტურა და თქვა, რომ დავით კეზერაშვილი  ყაჩაღი და ქურდი იყო…

_ ასეთ შეფასებას ვერ მივცემ. ინტერვიუ არ მომისმენია.

_ საუბრის დასაწყისში გახსოვდათ რა თქვა, თუმცა ახლა თუ არ გახსოვთ შეგახსენებთ, რომ მელიას განცხადებით კეზერაშვილი ხალხს ძარცვავდა და მილიონები ქურდობით და ყაჩაღობით უშოვა. დავით კეზერაშვილის საქმიანობაზე ოპოზიცია წლების განმავლობაში საუბრობდა. ამაზე საუბარი გუშინ და დღეს არ დაწყებულა. გუშინ თქვენმა ერთ-ერთმა ლიდერმა დაადასტურა და ამ ყველაფრის გათვალისწინებით არ ფიქრობთ, რომ ამის გამო სააკაშვილს არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება?

 _ თუ ეს ასეა, „ქართული ოცნება“  6 წელია ხელისუფლებაშია და თუ რამე მსგავსი იყო უნდა გამოეკვლია. რაც შეეხება კეზერაშვილის ქმედებას „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო ამასთან დაკავშირებით კითხვები და თუ ამაზე პასუხი არის მოსათხოვი, ეს იქნება ბესო ქათამაძე, ნიკა მელია თუ დავით კეზერაშვილი უნდა მოეთხოვოს.

_ მათ შორის მიხეილ სააკაშვილსაც?

_ არა. სააკაშვილს მაგაში ბრალი არ მიუძღვის.

_ მაშინ როცა თქვენი ლიდერის განცხადებით მინისტრი კეზერაშვილი ყაღაჩობდა, სააკაშვილი  პრეზიდენტი იყო…
_ ყაჩაღობა შეძლება გადაჭარბებულად ითქვა.  შეიძლება გადაცდომები იყო და ხელისუფლება იმისთვის არის, რომ პასუხი მოსთხოვოს.

_ ყაჩაღობა, ქურდობა და ძარცვა თქვენთვის გადაცდომაა?

_ მე არ ვიცი რა იყო ეს. თუ მსგავს  ფაქტს ადგილი ჰქონდა უნდა მოხდეს რეაგირება სახელმწიფო უწყებების მხრიდან, _ აღნიშნა ქათამაძემ.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

„ღარიბაშვილი წკმუტუნიდან პოლიტიკურ ყეფაზე გადავიდა“ _ სააკაშვილი

12:40; 8 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – დღეს ახალი ფურცელი იშლება ქართული ავიაციის ისტორიაში

13:56; 6 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

“რეორგანიზაციის დასრულების შემდეგ ახალი თანამშრომლები არ დანიშნულან” _ ჩოხატაურის მერია

12:45; 4 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

ექსპრემიერის წერილი და გამოკითხვები: ვინ რას ამბობს ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებაზე

21:11; 3 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

მთავრობის ახალი ინიციატივა: არასრულწლოვნებისთვის ე.წ. სქროლზე დგომა დარეგულირდება

10:04; 3 სექტემბერი, 2026

ფილიპინებში მეწყერმა 2 მოზარდი იმსხვერპლა

ფეხსაცმელი ნავი

ყველა სიახლე

საზოგადოება

“სქაიტელის” მომხმარებლებს ოზურგეთში ინტერნეტი არ მიეწოდება

21:12; 8.09.2026
საზოგადოება

როდიდან გამოიდარებს საქართველოში _ რას ამბობს მეტეოროლოგი

21:09; 8.09.2026
სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის ნომინანტებში წარადგინეს

19:05; 8.09.2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

18:55; 8.09.2026
საზოგადოება

როდის დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ოზურგეთის საბავშვო ბაღებში

17:24; 8.09.2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე  ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია

17:19; 8.09.2026
საზოგადოება

როდიდან დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ლანჩხუთის ბაღებში

15:24; 8.09.2026
საზოგადოება

8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე – საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი

15:02; 8.09.2026
პოლიტიკა

„ღარიბაშვილი წკმუტუნიდან პოლიტიკურ ყეფაზე გადავიდა“ _ სააკაშვილი

12:40; 8.09.2026
საზოგადოება

კახა ასკურავა – დღეს “შკოდა” ამედევნა

12:36; 8.09.2026
სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

12:34; 8.09.2026
საზოგადოება

ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია

12:11; 8.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

10:51; 8.09.2026
საზოგადოება

საჯარო სკოლის დირექტორებთან დაკავშირებით მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

10:26; 8.09.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

10:03; 8.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო