“შენების მოძრაობის” მოძრაობის ჩოხატაურის მერობის კანდიდატი გოჩა მეგრელიშვილი მოძრაობის ლიდერებმა, დავით უსუფაშვილმა და კახა შარტავამ “კრიმანჭულის პარკში” წარადგინეს.
„ჩოხატაურში ადგილობრივი თვითმმართველობის სწორად წარმართვის დრო მოვიდა. გოჩა მეგრელიშვილი არის შეუპოვარი და უმართავი ადამიანი, ამიტომ ვიღაცებს არ მოსწონთ, მაგრამ ჩვენ მოგვწონს ისეთი ადამიანები, რომლებიც პრინციპების გამო არიან უმართავები.
ჩვენ არ გჭირდება მორჩილი ადამიანები, რომლებსაც თითს დაუქნევენ თბილისიდან და ასე გააკეთებენ საქმეს. მინდა წარმატებები ვუსურვო მას, „შენების მოძრაობის” გუნდთან ერთად”, _ განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მეგრელიშვილის თქმით გათავისებული აქვს ის პასუხისმგებლობა, რაც მის გადაწყვეტილებას ახლავს თან.
“მე მჭირდება თქვენი გვერდში დგომა, რათა ერთად გავუმკლავდეთ იმ სირთულეებს, რაც ჩოხატაურს აქვს.
მე ვიცი იმ ხალხის განწყობა, ვისთან ერთადაც ვიბრძოდი, ვიცი რომ ისინი მზად არიან ბრძოლისთვის.
მე თქვენ მჭირდებით თქვენი ნდობით, მე კი ჩემი შემართებით და შეუპოვრობით, მზად ვარ გადავლახო ის პრობლემები, რაც ყველას გვაწუხებს”, – აღნიშნა გოჩა მეგრელიშვილმა