ლანჩხუთში ორაგვის #13 საარჩევნო უბანზე, სადაც 49 ამომრჩეველი რეგისტრირდება მერობის კანდიდატებიდან ამომრჩევლის ხმათა მაქსიმუმი _ 26, „ოცნების“ კანდიდატმა ალექსანდრე სარიშვილმა მიიღო. „ნაციონალების“ კანდიდატმა კახა ასკურავამ _ 5, ლელა ჩახვაძემ („პატრიოტთა ალიანსი“) _ ოთხი ხმა, „ლეიბორისტების“ კანდიდატმა დავით მოქიამ _ 4, ხოლო „ევროპული საქართვლოს“ მერობის კანდიდატმა, ამირან გიგინიშვილმა ორი ხმის მიღება შეძლო.
ასევე, 19 ხმით ლიდერობს „ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი გოდერძი ქურიძე, მეორე ადგილზე დამოუკიდებელი კანდიდატი რობერტ წილოსანია, ხმათა მინიმუმი კი ასევე დამოუკიდებელმა კანდიდატმა ხვიჩა ურუშაძემ მიიღო.
პარტიების მიხედვით, ორაგვის უბანზე ხმები ასე გადანაწილდა: ევროპული საქართველო _ 2 ხმა; კახა კუკავას პარტია _ 3, „ნაციონალური მოძრაობა“ _ 5, „პატრიოტთა ალიანსი“ _ 3; „ლეიბორისტული პარტია“ _ 2; გიორგი ვასაძის პარტია _ 1; „ოცნება“ _ 23.