ჩოხატაურის საარჩევნო ოლქის შუაამაღლების საარჩევნო უბანზე “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატმა ვლადიმერ სიხარულიძემ 326 ხმა მიიღო: 6 ხმა აქვს “ევროპული საქართველოს” კანდიდატს ლია პატურაშვილს; 66 ხმა მიიღო “ნაციონალების” კანდიდატმა არჩილ სიხარულიძემ; 25 ხმა აქვს “პატრიოტების” კანდიდატს ნანა დოლიძეს; 79 ხმა _ “ლეიბორისტების” კანდიდატს კახა ყაჭეიშვილს. ამავე უბანზე 278 ხმა მიიღო “ოცნების” მერობის კანდიდატმა ირაკლი კუჭავამ; 98 ხმა აქვს “შენების მოძრაობის” კანდიდატს გოჩა მეგრელიშვილს; 49 ხმა _ “პატრიოტთა ალიანსის” კანდიდატს მაია კუტუბიძეს; 36 _ “ნაციონალების” კანდიდატს დიმიტრი კორიფაძეს.
რაც შეეხება პარტიების ხმებს, “ევროპულ საქართველოს” 32 ხმა აქვს; “ნაციონალებს” _ 44; “პატრიოტებს” _ 37; “ლეიბორისტებს” _ 35; “შენების მოძრაობას” _ 23; “სახალხო _ ხალხის ერთსულოვნებას” _ 14; “ქართულ ოცნებას” _ 297.