Developed By Web Features 2024 © All rights reserved
ნარმანიამ წარმატებები უსურვა იმ თანამშრომლებსაც, ვინც მერიაში საქმიანობას გააგრძელებს.
როგორც დედაქალაქის ყოფილმა მერმა ჟურნალისტებს განუცხადა, ნაწილი თანამშრომლების მერიაში დარჩება, ნაწილი კი გადახალისდება.
„არ ვიჩქაროთ, ნაწილი დარჩება, ნაწილი გადახალისდება. ეს ბუნებრივი პროცესია. ვინც დარჩება წარმატებებს ვუსურვებ, ვინც არ დარჩება და ჩემთან ერთად აქტიურად მუშაობდა დაწყებული პირველი დღიდან, ყველას მინდა მადლობა ვუთხრა.
მერის მოადგილეებს, გამგებლებს, სამსახურის ხელმძღვანელებს. მათ შორის იმ ადამიანებს, რომლებიც თავიდან მუშაობდნენ, მაგრამ ბოლო პერიოდის განმავლობაში არ იყვნენ წარმოდგენილი თბილისის მერიაში, მაგრამ თავისი წვლილი შეიტანეს მერიის განვითარებაში.
მე მხოლოდ და მხოლოდ მადლიერება შემიძლია გამოვხატო ამ ადამიანების მიმართ“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.
კითხვაზე, სად გააგრძელებს თავად საქმიანობას, თბილისის ყოფილი მერი ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს.
„ცოტას დავისვენებ, ერთი-ორი კვირა. როგორც კი დავკონკრეტდები და გადაწყვეტილება იქნება მიღებული, დამერწმუნეთ, ამას საზოგადოება თქვენი მეშვეობით გაიგებს“,- აღნიშნა დავით ნარმანიამ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved