ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ საჭამიასერთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა აღდგენილია.
_თუმცა, ეს დროებითი ღონისძიებაა და დღესვე დავიწყებთ ალტერნატიული გზის გაკეთებას. პარალელურად დაიწყება ახალი ხიდის მშენებლობის სამუშაოები, რომელიც პროცედურებს მოიცავს, _ აღნიშნა ჩვენთან საურბისას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა ირკლი კუჭავამ.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ საჭამიასერში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე არსებული ხიდი წუხელ ჩაინგრა და ამ დრომდე სოფელი რაიონულ ცენტრს იყო მოწყვეტილი.