დღეს, საქართველოს პარლამენტი 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს მესამე მოსმენით განიხილავს და დაამტკიცებს. დეპუტატებს ბიუჯეტის გადამუშავებულ ვერსიას ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე გააცნობს.
როგორც დეპუტატები აცხადებენ, ხელისუფლება მომავალ წელს 12 მლრდ 400 მლნ ლარს დახარჯავს, საიდანაც ერთი მილიარდ 800 მლნ ლარზე მეტი ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება.
პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დეკემბრის მესამე პარასკევამდე უნდა დამტკიცდეს.