“გაკრიტიკება შეიძლება ყველასი და ყველაფრის ამ ქვეყანაზე, მაგრამ სასურველია ეს მოხდეს ზრდილობის ფარგლებში,” _ აღნიშნული განცხადება საზოგადოებრივი მაწუყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა ქეთევან მსხილაძემ მისი კოლეგის, გიორგი იაკობაშვილის სკანდალურ ფეისბუქს სტატუსის შეფასებისას გააკეთა:
“უარყოფოთი შეფასება მაქვს, ცხადია. გაკრიტიკება შეიძლება ყველასი და ყველაფრის ამ ქვეყანაზე, მაგრამ სასურველია ეს მოხდეს ზრდილობის ფარგლებში და როდესაც ხარ საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს წევრი, კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა გაქვს და მეტი მოგეთხოვება.
როდესაც აკრიტიკებ ვინმეს ან რამეს, კორექტულად უნდა გააკეთო ეს და ზრდილობის ფარგლებს არ გასცდე. მას თავისი აზრი აქვს და ეს მისი აზრია, მე არ ვეთანხმები ამ აზრს და მითუმეტეს არ ვეთანხმები გამოხატვის ფორმას.
კრიტიკა უნდა იყოს ზრდილობის ფარგფლებში, საფუძვლიანა და როდესაც საჯარო პირი ხარ და ჩვენ, საბჭოს წევრები საჯარო პირები ვართ, კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს” _ნგანაცხადა მსხილაძემ “პირველ რადიოსთან” საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ გიორგი იაკობაშვილმა თავის პოსტში ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და რეგიონში მომუშავე ჟურნალისტები გააკრიტიკა და მათ შეურაცხყოფა მიაყენა:
“ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” არის ერთი ჩვეულებრივი არასამთავრობო ორგანიზაცია (ასო) რომელსაც ყავს 311 წევრი-ხელმომწერი. არანაირი წონა და ავტორიტეტი სერიოზულ, ნორმალურ ჟურნალისტებს შორის არ გააჩნია.
ამ 311 ხელმომწერიდან უმრავლესობა არის რეგიონიდან და მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია დონორებთან ურთიერთობა, რაც ფაქტობრივად შეუძლებელია ე.წ. ქარტიაზე ხელმოწერის გარეშე.
ანუ, თუ ზვიად ქორიძეს და სხვა ზვიადქორიძეებს ხელს არ აუწევენ და თავს არ დაუქნევენ, “კაი ჩიტს დაიჭერენ”.
ასე რომ, შეეშვით მაგ ასო-ზე სტატუსების წერას და ქოთქოთს. ეგენი ისეთივე ჟურნალისტები არიან, როგორც ბუღაძე-ტურაშვილი – მწერლები და ქეთათო-სტეფანე – მომღერლები.
დაიკიდეთ და გულზე მოგეშვებათ.
და, საერთოდ, ბოლომდე დაიკიდეთ ეს მესამე სექტორად წოდებული მეხუთე კოლონა.
თქვენი ქოთქოთი მათ სივებში იწერება, აქტივობაში ეთვლებათ, რის გარეშეც ევროპაში დაფუძნებული და რუსეთიდან დაფინანსებული ფონდებიდან მსუყე გრანტებს კი არა, სამში თამამს მიიღებენ.
ეს არის და ეს.” _ წერს იაკობაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
ჩვენ შევეცადეთ კომენტარები იაკობაშვილისგანაც მიგვეღო, თუმცა ის “გურია ნიუსის” სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. იაკობაშვილმა ჩვენ მიერ დასმულ შეკითხვას არც სოციალურ ქსელში უპასუხა.
იაკობაშვილი სამეურვეო საბჭოს წევრად “ქართულმა ოცნებამ” წარადგინა და ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა კიდეც. მისი ყოველთვიური ანაზღაურება საბჭოში 3800 ლარს შეადგენს.