ზუგდიდში, 13 მარტს სამი კაცის დაჭრაში ბრალდებული ბრალს არ აღიარებს და თავს დამნაშავედ არ ცნობს. ამის შესახებ დაკავებულის ადვოკატმა, ბაჩუკი ყურაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, გიორგი ახალაიას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაციას “აიპრესსი“ ავრცელებს.
მომდევნო სხდომა 2 მაისს არის დაგეგმილი.
ზუგდიდში ცეცხლსასროლი იარაღით სამი ადამიანი 13 მარტს დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ინციდენტი ქურდულ გარჩევას უკავშირდებოდა.
გამოძიება 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.