საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი დავით ჭიჭინაძის მიერ გუშინ გაკეთებულ იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც ჭიჭინაძემ თანაგუნნდელი მგელ აკილას შეადარა. ვოლსკის თქმით თანაგუნდელებმა ღია ეთერით ერთმანეთთან არ უნდა ისაუბრონ:
„არაფერი საწყენი ამაში არ არის, უბრალოდ, ერთ დერეფანში დავდივართ ერთად ვართ ვხედავთ ერთმანეთს და მე ვფიქრობ, რომ ღია ეთერით ერთმანეთთან საუბარი არ უნდა იყოს. არც ჩემსა და დავითს შორის და არც სხვებს შორის , ეს არის მთელი ამოცანა და იდეა, იმ შეხვედრის, რაც უნდა შედგეს უახლოეს პერიოდში.
მე ვფიქრობ, ერთმანეთის მიმართ გამონათქვამებს უნდა დავუკვირდეთ და მეტი სითბო უნდა გამოვხატოთ“- ამბობს ვოლსკი.
„კიპლინგის მაუგლი, ალბათ, ყველას გაქვთ ნანახი, იქ არის მგელი და როდესაც ნანადირევს ვერ დაიჭერს, მერე კრებას ატარებენ და იძახიან, რომ აკილამ ააცილაო, ანუ აკილამ ვერ დაიჭირაო. ეტყობა გია დაგვიბერდა და ვერანაირად ვერ გრძნობს, რა არის კორექტული და რა არა. “ქართული ოცნება” ზარდიაშვილებისთვის არ შექმნილა. ამიტომ მე ვფიქრობ ხანდახან უნდა დაფიქრდეს ჭიჭინაძესა და ზარდიაშვილს შორის შედარებას რომ აკეთებს” _ თქვა გუშინ დავით ჭიჭინაძემ.