ჩვენს პარტიას ეყოლება ღირსეული კანდიდატი და ყველანი ერთად უნდა დავდგეთ იმისათვის, რომ ღირსეულ კანდიდატს მივცეთ ხმა – ეს განცხადება, პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა ამბროლაურში, „ქართული ოცნების“ რეგიონულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
იორგი კვირიკაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებზე ისაუბრა და თქვა, რომ ქვეყანას შემოდგომაზე ელის მნიშვნელოვანი არჩევნები
“მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ. ჩვენ შემოდგომაზე გველის მნიშვნელოვანი არჩევნები. ჩვენ ავირჩევთ პრეზიდენტს. ჩვენს პარტიას ეყოლება ღირსეული კანდიდატი და ყველანი ერთად უნდა დავდგეთ იმისათვის, რომ ღირსეულ კანდიდატს მივცეთ ხმა. საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც 6 წლის განმავლობაში დაიკავებს ამ პოზიციას, უნდა იყოს ღირსეულად წარმოჩენილი და სწორედ ჩვენი პარტიის ხმა იყოს ამ არჩევნებში წარმატებების განმაპირობებელი.
დიდი მადლობა თქვენი შრომისთვის და იმისთვის, რომ ასეთი კონსოლიდაციით ვაკეთებთ იმ საქმეს, რომელსაც ერთიანი, გაბრწყინებული საქართველო ჰქვია,”-განაცხადა პრემიერმა.