თემურ ჩხიკვიშვილი, ჩოხატაური:

_ არა.
დალი ჯანელიძე, ჩოხატაური:

_ ალბათ, კი. ჯერჯერობით, მაინც.
ლილი დოლიძე, ოზურგეთი:

_ ვერ ვგრძნობ, არის საშიშროება.
იოსებ სარქისიანი, ოზურგეთი:

_ არანაირ საფრთხეს არ ვგრძნობ.
ზინაიდა ყარეგიშვილი, ოზურგეთი:
_ ნამდვილად ვგრძნობ თავს დაცულად.
მერაბ თავბერიძე, ოზურგეთი:

_ არაფრის მეშინია, არც საფრთხეს ვგრძნობ.
ნორა გუბელიძე, ოზურგეთი:

_ მე პირადად კი ვგრძნობ თავს უსაფრთხოდ.
შაკო კუტუბიძე, ოზურგეთი:

_ დღისით კი ვართ უსაფრთხოდ, ღამით ზოგან საშიშია ოზურგეთში გავლა.
ნაირა ნაჭყებია, ოზურგეთი:

_ ჯერ არ შემშინებია და რა ვიცი.
აღალი სურმანიძე, ოზურგეთი:

_ კი ვგრძნობ თავს უსაფრთხოდ.
როინ გუჯაბიძე, ოზურგეთი:

_ უსაფრთხოდ ვარ, აბა, რა!
ვარდიკო ჯალაღანია, ოზურგეთი:

_ დიდ ქალაქებშია უფროა საფრთხე, ჩვენთან _ არა.
ვალერი წილოსანი, ლანჩხუთი:

_ მეტ-ნაკლებად, როგორც ყოველთვის.
კაკო ფირცხალაიშვილი, ლანჩხუთი:

_ ძალადობა რომ გახშირდა, ფაქტია.
რევაზ თავაძე, ლანჩხუთი:

_ ცუდი ფონია ქვეყანაში, ოჯახის წევრები აღარ ინდობენ ერთმანეთს.
გიორგი პატარაია, ლანჩხუთი:

_ რა ვიცი, ვერაფერს გეტყვით.

































































