თბილისში 20 მაისს შოტოკინ კარატე დო-ში, თბილისის ღია ჩემპიონატი გაიმართა. ძალისმიერი სპორტის ამ სახეობაში ოზურგეთელმა კარატისტებმა (მწვრთნელი შოთა ღლონტი) საკმაოდ ძლიერი მოწინააღმდეგები დაამარცხეს და საბოლოოდ ჩემპიონატის სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ასპარეზობაში მონაწილეები დაყოფილი იყვნენ, როგორც ასაკობრივ ასევე წონითი კატეგორიების მიხედვით.
მესამე საპრიზო ადგილის და ბრინჯაოს მედლის მფლობელი 8-9 წლიან ასაკობრივ ჯგუფში ნიკა კოსტავა(25კგ) გახდა. ნიკა კოსტავას არც ნიკუშა დარჩია (68კგ) და გიორგი მიმინოშვილი (68კგ) ჩამორჩნენ და 16-17 წ. ასაკობრივ კატეგორიაში მესამე ადგილები გაიყვეს.
თბილისის ღია ჩემპიონატში საქართველოს მასშტაბით გამაჯვებისთვის 800-მდე სპორტსმენი იბრძოდა.
1-3 ივლისს ოზურგეთელი კარატისტები თბილისში, საქართველოს ღია ჩემპიონატში მოსინჯავენ ძალებს.
ოზურგეთის კარატისთა გუნდის მომზადება ა(ა)ი.პ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების პატრონაჟით ხორციელდება.