ექსპერტი კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძე ,,გურია ნიუსთან“ იმ უთანხმოების მიზეზებზე საუბრობს, რომელიც მმართველ გუნდსა და გიორგი კვირიკაშვილს შორის წარმოიშვა.
როგორც არეშიძე გვეუბენბა, თანაგუნდელებს შორის დაპირისპირების მთავარი მიზეზი იმ პირთა წრე იყო, რომელიც კვირიკაშვილის გარშემო ტრიალებდა.
,,კვირიკაშვილი დაღუპა გარემოცვამ. გარშემო იყვნენ ადამიანები, რომლებიც ყველაფერს აკეთებდნენ თავისი ჯიბის შესავსებად, პირველ რიგში, მაგალითად, ისეთი პიროვნება, როგორიც იყო ინფრასტრუქტურის მინისტრი, ალავიძე. კვირიკაშვილი ამ ადამიანებს ენდობოდა და მიუხედავად იმისა, რომ იყო სიგნალის ნიშნები იმის თაობაზე, რომ ეს ხალხი არაკეთილსინდისიერად იქცეოდა, განსაკუთრებული ყურადღება არ მიაქცია. კვირიკაშვილმა საკადრო და ინსტიტუციურ საკითხებში დაუშვა შეცდომები.
მაგალითად, თვითმმართველობის საკითხების გადაცემა ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის ძალიან ცუდი ნაბიჯი იყო და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, კრიზისების საბჭოს გაუქმება. კვირიკაშვილი თავისი ბუნებიდან გამომდინარე წესიერი ადამიანია, მაგრამ შეცდომებმა დაღუპა“, _განაცხადა არეშიძემ.