„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელი, ალექსის სანჩესი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ტურნეში მონაწილეობას ვერ მიიღებს. აღნიშნულ ინფორმაციას THE TELEGRAPH ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, ალექსის სანჩესს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვიზის მიცემაზე უარი უთხრა.
როგორც ცნობილია, ფეხბურთელს წელს ესპანეთმა 16 თვიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯა საგადასახადო თაღლითობის გამო, რაც მისთვის ვიზაზე უარის თქმის მიზეზი გახდა.