პატივცემულო რედაქცია!
გთხოვთ, მოგვაწოდოთ ყველის შესანახი წათხის კარგი რეცეპტი. ეს, ჩვენ გარდა, ბევრს აინტერესებს.
ხათუნა ლომჯარია, ცისანა ბაბილოძე,ოზურგეთი
ყველის წათხის მოსამზადებლად საჭიროა: ერთი კილოგრამი მარილი, ხუთი ლიტრი წყალი, ერთი ღვინის ჭიქა შაქარი და ამავე რაოდენობის ძმარი.
ავადუღოთ წყალი და ჩავყაროთ მარილი. ვურიოთ, კარგად დადნეს. ვაცალოთ გაგრილება. გაცივების შემდეგ კარგად გავწუროთ დოლბანდში. დავამატოთ შაქარი, მოვურიოთ კარგად, დავამატოთ ძმარი. ამ სითხეში ჩავაწყოთ ყველი. მაცივარში შედგმა არ სჭირდება, თუმცა, თუ სურვილი გაქვთ, არაფერი დაშავდება.
ვარგისია 20-25 დღის განმავლობაში. შემდეგ, თუ კვლავ გინდათ ყველის შენახვა, წათხი ხელახლა იგივე წესით მოამზადეთ და ჩაალაგეთ ყველი. ყველს სითხე აუცილებლად უნდა ფარავდეს.