მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსთან მეუფე ზენონთან შეხვედრისას აფხაზეთის თვითაღიარებული სახელმწიფოს თემას შეეხო.
როგორც მისმა ყოვლადუწმიდესობამ განაცხადა, თუ საქართველოს პატრიარქის ნება იქნება, ჩამოვა საქართველოში და თბილისიდან განაცხადებს, რომ აფხაზეთი და ცხინვალი არის ოკუპირებული.
“ჩამოვალ საქართველოში, თუ ეს პატრიარქის სურვილი იქნება და თბილისიდან საჯაროდ განვაცხადებ, რომ აფხაზეთის თვითმარქვია “ავტოკეფალისტებს” მსოფლიო საპატრიარქოდან არ აქვთ მხარდაჭერა.
განვაცხადებ, რომ აფხაზეთის ერთადერთი ეპისკოპოსი და პატრიარქი არის უნეტარესი და უწმიდესი ილია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და რომ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი არის ოკუპირებული.
ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ იქ უკანონოდ მოქმედებენ მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლები”, _ განაცხადა მსოფლიო პატრიარქმა.