“პოლიცია არჩევნებში ვერ ჩაერევა, პოლიცია იქნება ყველა ადამიანის უფლებების დამცველი”, _ ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
„მოგეხსენებათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს მშვიდ და უსაფრთხო გარემოს არჩევნების ჩასატარებლად. ჩვენ ეს შევძელით პირველ ტურში, ასევე შევძლებთ მეორე ტურში. ჩემი ვიზიტის მიზანი იყო უსაფრთხოების კონტექსტში, როგორ ჩატარდა არჩევნები სამეგრელოში. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის რომ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების ხარისხი მშვიდობიანი არჩევნების ჩატარების კონტექსტში კიდევ უფრო გავზარდოთ. მე ავიღე კურატორობა მთელ საქართველოში არჩევნების მშვიდად ჩატარების, ეს მე დამავალა პრემიერ-ინისტრმა. პოლიცია არჩევნებში ვერ ჩაერევა, პოლიცია იქნება ყველა ადამიანის უფლებების დამცველი და ყველა კანონის დარღვევა პოლიციის მხრიდან იქნება აღკვეთილი,”-განაცხადა გახარიამ.
მისივე თქმით, თუ ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტები დადასტურდა ამაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო მოკვლევას აუცილებლად დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით რეგიონებში შეხვედრები დაიწყო შინაგან საქმეთა მინისტრმა. გიორგი გახარიამ პირველი შეხვედრა სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციის შენობაში გამართა.
მინისტრის ინფორმაციით, სამეგრელოს შემდეგ ანალოგიური შეხვედრა აჭარაში გაიმართება.