საპრეზიდენტო არჩევნების ეგზიტპოლის მონაცემებს “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა.
მისი განცხადებით, დღეს ქვეყანაში პრინციპული არჩევანი გაკეთდა და საბოლოოდ ითქვა უარი წარსულზე.
“ჩვენ ერთად და საბოლოოდ, მტკიცე უარი ვთქვით წარსულზე და იმაზე, რაც ყველაზე მეტად შეაფერხებდა ქვეყნის გაძლიერებას, წინსვლას და განვითარებას. ჩვენი არჩევანი მშვიდობიანი საქართველოა, თავისუფალი და თანასწორი მოქალაქეების ქვეყანა. დაველოდებით საბოლოო შედეგებს. მადლიერი ვარ ყველაფრით. მადლიერი ვარ იმ პარტიის, რომელმაც მხარი დამიჭირა, ჩემი ოჯახის და ჩემი შვილების”, _ განაცხადა ზურაბიშვილმა.