ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ავღანეთის საარჩევნო უბნების შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც ორივე უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა.
როგორც შემაჯამებელ ოქმშია აღნიშნული, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გახსნილ უბანში გრიგოლ ვაშაძემ 366 ხმა, ხოლო სალომე ზურაბიშვილმა – 316 ხმა მიიღო.
რაც შეეხება მაზარი-შარიფის საარჩევნო უბანს, აქ გრიგოლ ვაშაძეს 86-მა ამომრჩეველმა, ხოლო სალომე ზურაბიშვილს 46-მა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი.