
საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური BBC-ის ობიექტივში ხვდება.
როგორც მაუწყებლობა წერს, “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილი გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს ამარცხებს.
მაუწყებლობა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციაში შესული ცვლილებების მიხედვით, პრეზიდენტის როლი დიდ წილად ფორმალური ხდება
BBC-ის ცნობით, სალომე ზურაბიშვილი მხარს უჭერს საქართველოს ურთიერთობას რუსეთთან და დასავლეთთან, ხოლო გრიგოლ ვაშაძე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, უფრო პროდასავლურია.
ეს არის უშუალოდ არჩეული ბოლო პრეზიდენტი საქართველოში, რომელიც, ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად, საპარლამენტო მმართველობაზე გადადის.მაუწყებელი ასევე აღნიშნავს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი განიილება როგორც ინდიკატორი, თუ როგორ შეიძლება წარიმართოს 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები.
დასავლეთის ქვეყნები ასევე აკვირდებიან ხმის მიცემის პროცესს ქვეყანაში, რომელიც ნატოსა და ევროკავშირის წევრობა სურს.
ოპოზიციამ დაიჩივლა საარჩევნო პროცესების დარღვევებსა და საარჩევნო კამპანიაზე თავდასხმის შესახებ, თუმცა, აღნიშნული ბრალდება მმართველმა პარტიამ უარყო.




































































