სტიქიას ებრძვიან ლანჩხუთში. ძლიერმა ქარმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის არაერთ სოფელში შექმნა პრობლემა. მოთხრილია ათობით ხე, დაზიანებულია სახლები და სახლის სახურავები, მანქანები, ელექტროენერგიის გადამცემი ბოძები. ქალაქის ტერიტორიაზე, პირველი საჯარო სკოლის ეზოში ძლიერმა ქარმა ხე მოთხარ, რომელმაც ღობე დააზიანა. შუქი და გაზი მოსახლეობას მიეწოდება შეფერხებით.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, მერიის შესაბამისი სამსახურები შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან.